ფეხბურთი

9:05 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი ყატარის ჩემპიონი გახდა

„ალ სადმა,“ რომელშიც „ბარსელონას“ ლეგენდა, ჩავი თამაშობს, ვადამდე მოიპოვა ყატარის ჩემპიონის ტიტული. ბოლოსწინა ტურში 39 წლის ნახევარმცველის გუნდმა 7:2 მოუგო „ალ აჰლის“ და მეორე ადგილზე მყოფ „ალ დუჰაილს,“ რომელმაც თავისი მატჩი წააგო, 7 ქულით გაუსწრო.

El Mundo Deportivo-ს გამოთვლით, ეს ჩავის 33-ე ტიტულია კარიერაში და მეოთხე ყატარში. მანამდე ესპანელს „ალ სადთან“ ერთად ყატარის თასი, ემირისა და შეიხ იასიმის თასები მოუგია. „ბარსელონაში“ 9-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, 3-ჯერ თასი და 6-ჯერ სუპერთასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2 უეფას სუპერთასი და 2 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. ესპანეთის ნაკრებში კი მსოფლიოს და ორჯერ ევროპის ჩემპიონატები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111935