ფეხბურთი

11:53 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა

„პარი სენ-ჟერმენმა“ თავის „პარკ დე პრენსზე,“ ქვეყნის თასის ნახევარფინალში „ნანტს“ 3:0 მოუგო და ფინალში „რენს“ შეხვდება, რომელმაც წინა დღეს „ლიონი“ 3:2 დაამარცხა.

პირველი გოლი პარიზელებმა 29-ე წუთზე გაიტანეს. კილიან მბაპეს გადაცემით მარკო ვერატიმ შეაგდო. 66-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მბაპემ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა. 85-ე წუთზე 20 წლის შემტევი ისევ მივიდა პენალტის ნიშნულთან და ამჯერად ზუსტად დაარტყა. მესამე გოლი კი მეორე წამატებულ წუთზე დანი ალვეშმა გაიტანა.

შევნიშნავთ, რომ 73-ე წუთიდან „ნანტი“ კაცნაკლული დარჩა. ორი ყვითლის გამო მსაჯმა კალიფა კულიბალი გააძევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122372