სხვა

14:30 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ბავშვთა ნაკრები იტალიაში "პინოქიოს" შეჯიბრზე იასპარეზებს

დღეს, 3 აპრილს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ბავშვთა ნაკრების წევრები: ლუკა ბუჩუკური, ირაკლი არღვლიანი, მიხეილ ჩართოლანი, ნიკოლოზ გაგაძე, გიორგი გულედანი და ლევან ნაზღაიძე მწვრთნელებთან - იასონ აბრამაშვილთან და იბრაგიმ ჯანიძესთან ერთად იტალიაში გაემგზავრნენ.

5-6 აპრილს იტალიის კურორტ აბეტონეში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ბავშვთა შორის შეჯიბრება "პინოქიო" გაიმართება, სადაც ქართველი მოთხილამურეები მიიღებენ მონაწილეობას.

www.gsf.ge

0.11575