სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:30 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთან ჩემპიონურად...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა: „დინამო“ – „საბურთალო“. მოქმედი ჩემპიონი აქამდე უდანაკარგოდ თამაშობდა, ხოლო „დინამოს“ არცთუ დამაჯერებელი სტარტის შეეგ ბუნებრივია სურდა კრიტიკოსებისთვის საკადრისი პასუხი გაეცა.

მატჩმა მოლოდინი გაამართლა - ლამაზი ფეხბურთი, დაძაბულობა, დრამატიზმი, შედეგიანობა. მოკლედ, „დინამო არენაზე“ ერთადერთი რაც ამ თამაშს აკლდა, გულშემატკივარი იყო.

შეხვედრა „საბურთალოსთვის“ კარგად დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე ანგარიში გაიხსნა. საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე სწრაფად ვლადიმერ დვალიშვილი გაერკვა და საქართველოს ნაკრების ფორვადმა ახლო მანძილიდან ადვილად გაიტანა. „დინამომ“ მალევე გაათანაბრა. თუმცა, სანამ გაიტანდა, იქამდე ლევან კუტალია ომარ მიგინეიშვილთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. ზუსტად ერთ წუთში კუტალიამ შეცდომა გამოასწორა, ამჯერად თავით ზუსტად დაარტყა. უნდა აღინიშნოს აკაკი შულაიას შესანიშნავი თამაში ფლანგზე და არანაკლებ ჩინებული გადაცემა - 1:1.

ეს ანგარიში ტაბლოზე 3 წუთი შენარჩუნდა. მერე, საჯარიმოში გუჯა რუხაიამ ხელით ითამაშა და მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად კოხრეიძემ აქცია და ჩემპიონი მეორედ დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, შესვენებაზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი უპირატესობით მაინც ვერ გავიდა. ზედ პირველი ნახევრის დასასრულს, ლევან კაკუბავამ საჯარიმოში დმიტრო ივანისენია წააქცია და ამჯერად თერთმეტმემტრიანი სტუმართა კარში დაინიშნა. ლევან კუტალიამ კი, გატანა მოახერხა და დუბლი გაიფორმა.

თუ პირველი ტაიმის შედეგი თამაშიდან გამომდინარე ლოგიკური იყო, მეორე ნახევარში „დინამოს“ უპირატესობა გამოიკვეთა და ბოლოსკენ ამან შედეგიც გამოიღო. 79-ე წუთზე შულაიამ კიდევ ერთხელ ჩინებულად ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც ფრან კარბიამ თავით დაარტყა, გოლი თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მიგინეიშვილმა საოცარი სეივით თავისიანები გადაარჩინა... გადაარჩინა ზუსტად ერთი წამით, რადგან დამატებაზე კუტალიამ ივარგა და ცარიელი კარი დალაშქრა. „დინამოს“ შემტევმა კი ჰეთ-თრიქი გაიფორმა და მიმდინარე სეზონში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა.

„საბურთალომ“ დარჩენილ 10 წუთში სცადა მატჩის გადარჩენა, მაგრამ მსაჯის კომპენსირებულ დროში კიდევ ერთხელ გაუშვა. ამჯერადაც, ჩაწოდებისა და მეტოქის დაცვის ცენტრის მორიგი ჩავარდნის შედეგად. ლევან შენგელიას ფლანგურ გადაცემას კარბიან თავი ბრწყინვალედ შეაგება და იდეალურად დაარტყა. საბოლოოდ, 4:2 „დინამოს“ სასარგებლოდ და ფელის ვისენტეს გუნდმა მიჯრით მეორედ გაიმარჯვა. „საბურთალო“ ამ სეზონში არათუ პირველად დამარცხდა, არამედ ქულებიც პირველად დაკარგა.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას 5 ტურის თავზე ისევ მოქმედი ჩემპიონი ლიდერობს 12 ქულით. შემდეგ კი „დინამო თბილისი“, „ტორპედო“ და „დინამო ბათუმი“ მოდიან, სამივე გუნდის აქტივში 9-9 ქულაა.

„დინამო“ (თბ) – „საბურთალო“ 4:2 (2:2)

თბილისი, „დინამო არენა“

„დინამო“ (4-4-2): პერალესი; რუხაია, მეჯუბი, მონხილი, იაშვილი; შულაია, ივანისენია (ქარდავა 64), პაპავა, შენგელია; ზარია (კარბია 72), კუტალია (კობოური 88)

მწვრთნელი: ფელის ვისენტე

„საბურთალო“ (4-2-3-1): მიგინეიშვილი; ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, თევზაძე (ლაკვეხელიანი 46); ალთუნაშვილი, გორგიაშვილი; შინდაგორიძე (მალი 76), დიასამიძე; კოხრეიძე; დვალიშვილი (როლოვიჩი 68)

მწვრთნელი: გიორგი ჭაიბრიშვილი

გოლები: 0:1 დვალიშვილი (4), 1:1 კუტალია (20), 1:2 კოხრეიძე (24, პენ), 2:2 კუტალია (45, პენ), 3:2 კუტალია (79), 4:2 კარბია (90)

გაფრთხილება: შულაია (54, 85), შენგელია (59) - კოხრეიძე (17), შინდაგორიძე (41), როლოვიჩი (81)

გაძევება: შულაია (85)

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.109354
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X