ფეხბურთი

12:48 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელმა „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - გვამცნობს L’Еquipe. გამოცემის ცნობით, ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. მანამდე გერმანელ სპეციალისტს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. ოფიციალურად ამ კონტრაქტის შესახებ კლუბი უახლოეს ხანში განაცხადებს.

ტუხელმა პსჟ შარშან ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან უკვე გავარდა, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატში დამაჯერებლად ლიდერობს. 20 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს. ასევე გუნდი ქვეყნის თასის ნახევარფინალშია გასული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118751