ფეხბურთი

16:46 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" გოშთელიანი დაიმატა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, „საბურთალოს“ აწ უკვე ყოფილი ფორვარდი გურამ გოშთელიანი კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. როგორც შიდა ქართლური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.

22 წლის გოშთელიანი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და აქამდე სხვაგან არც უთამაშია.

2013 წლიდან მოყოლებული თბილისელთა ღირსება 98 შეხვედრაში დაიცვა და 39 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი, ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა, მოედანზე ერთადერთხელ გამოჩნდა.

0.116397