თამაშგარე

14:00 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბრინა სერას მშობლიური ვენესულა ადარდებს

ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები ამ ქვეყნის ყველა სფეროს შეეხო და ასპარეზზე ისეთი ხალხიც კი გამოვიდა, რომლებიც აქამდე მხოლოდ პოდიუმებზე დაშხოშიანად გავლა-გამოვლით და ვენესუელის საფეხბურთო ნაკრების მეტად ორიგინალურ სტილში ქომაგობით იყვნენ ცნობილნი.

ვენესუელას საფეხბურთო ნაკრების თილისმად სახელდებულმა პირმშვენიერმა მოდელმა საბრინა სერამ ბევრი ითმინა და ბოლოს მანაც განაცხადა, რომ მის სამშობლოში შექმნილი პოლიტიკური ქაოსი ქვეყნის ხელისუფლებისა და პრეზიდენტ მადუროს ბრალია და ამ განცხადებით ოფიციალურად ამოყო თავი ოპოზიციის ბანაკში.

გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ვენესულაში ბოლო სამის წელია საშინელი ინფლაცია და ეკონომიკური კოლაფსია. ამის გამო სხვა მრავალი მისი კოლეგის მსგავსად, საბრინა სერაც დრიოებით სხვა ქვეყანაში გადავიდა სამოღვაწეოდ. საბრინა ამჟამად ბრაზილიაშია და იქაურ ლამაზმანებთან არის ფიცხელ კონკურენციაში ჩაბმული. სამშობლოს ბედი კი როგორც ჩანს ამ გოგოსაც ნამეტნავად აწუხებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112776