თამაშგარე

13:15 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელმა ფანმა “ბაიერნის ლოგო თვალში ჩაისვა

მიუნჰენის “ბაიერნის“ ამერიკელმა ფანმა ბრაიან ველესმა ერთობ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და საყვარელი კლუბის ლოგო არც მეტი არც ნაკლები - თვალში ამოისვირინგა. უფრო ზუსტად კი, მარჯვენა თვალის ნაცვლად ამ ბიჭს ამიერიდან “რეკორდმაისტერის“ ლოგო ექნება ჩასმული.

რაიანი სამი წლის წინ ავარიაში მოყვა და თვალი იმდენად დაუზიანდა, რომ მეტად იშვიათი დაავადება შეეყარა, რის გამოც არჩევანის წინაშე დადგა - ან თვალზე უნდა ეთქვა უარი, ან სიცოცხლეზე. “ბაიერნის“ ქომაგმა ცხადია სიცოცხლე აირჩია და თვალის ამპუტაციის დრო როდესაც დადგა, სწორედ მაშინ მოუვიდა ასეთი ორიგინალური ხელოვნური თვალის ჩასმის იდეა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ამერიკელს გერმანული კლუბი ასე ძალიან უყვარს, თუმცა მიუნჰენური გუნდის სიყვარულს რაინი მამამისს მიაწერს, რომელიც მთელი ახალგაზრდობა გერმანიაში ცხოვრობდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ შვილსაც სწორედ მან შეაყვარა “რეკორდმაისტერი“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109351