სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:15 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

უხვგოლიანი ტური და "დორმუნდის" გამარჯვება ბოლო წუთზე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურის მეორე სათამაშო დღე უხგოლიანი გამოდგა. ხუთ შეხვედრაში 19 გოლი გავიდა, რაც მაღალი მაჩვენებელია.

ჩემპიონობისთვის მებრძოლ „დორტმუნდს“ ყველა გზა მოჭრილი აქვს - ბუნდესლიგის გარდა არცერთ ტურნირზეა შემორჩენილი და ბუნებრივია, ლუსიენ ფავრის გუნდს „ვერცხლის სინი“ თუ უნდა, ქულები არ უნდა გაანიავოს. „დორტმუნდმა“ ბერლინში, „ჰერტასთან“ 3 ქულა მოიპოვა, მაგრამ ჩემპიონობისთვის ცოტა უფრო მეტად უკეთ თამაში დასჭირდება. „ჰერტა“ ორჯერ იგებდა და ძალიან ახლოს იყო, რომ გამარჯვება თუ არა, ქულა მაინც მოეპოვებინა. სოლომონ კალუმ დუბლი შეასრულა, ხოლო მის გოლებს შორის დელანიმ გაათანაბრა. წონასწორობა მეორედ 47-ე წუთზე ზაგადუმ აღადგინა, თუმცა „დორტმუნდისთვის“ ქულა დიდი ვერაფერი ნუგეში იყო. სწორედ ამ დროს, ბოლო წუთზე მარკო როისმა გადაარჩინა თანაგუნდელები და „ბორუსიამ“ „ბაიერნთან“ სამქულიანი უპირატესობა ავად თუ კარგად, მოიპოვა. ოღონდ ეგაა, „რეკორდმაისტერს“ ამ ტურის მატჩი „მაინცთან“ მარაგში აქვს.

„ვოლფსბურგი“ ევროსაგზურისთვის იბრძვის და „დიუსელდროფთან“ გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. „მგლები“ თავიდან ჩამორჩნენ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - 5:2. „შტუტგარტმა“ და „ჰოფენჰაიმმა“ „მერსედეს ბენც არენაზე“ გოლები გაცვალეს და შედეგად, ქულებიც გაინაწილეს.

„აუგსბურგმა“ „ჰანოვერი“ დაამარცხა და გასავარდნ ზონას ცოტათი მოშორდა. აი, ჰანოვერელთა მდგომარეობა მეტად მძიმეა და საშველიც არსაიდან ჩანს.

და „შალკე“? - გელზენკირხენელები შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე საშვილიშვილოდ შერცხვნენ, მერე დომენიკო ტედესკოც გაათავისუფლეს, მაგრამ არაფერი იცვლება - „შალკე“ გასავარდნი ზონისკენ დიდი ნაბიჯებით მიექანება. „ხუმარებმა“ მორიგი მატჩი საკუთარ მოედანზე „ლაიფციგთან“ (0:1) წააგეს და პლეი-აუტის ზონას სულ რააც სამი ქულითაა დაშორებული.

„აუგსბურგი“ – „ჰანოვერი“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ვეიდანდტი (8), 1:1 კორდოვა (65), 2:1 შმიდი (78), 3:1 ჰანი (86)

„შალკე“ – „ლაიფციგი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ვერნერი (14)

„შტუტგარტი“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კრამარიჩი (42), 1:1 ცუბერი (66)

„ვოლფსბურგი“ – „დიუსელდორფი“ 5:2 (1:1)

გოლები: 0:1 აიჰანი (15), 1:1 მეჰმედი (34), 2:1 ვერგოსტი (54), 3:1 კნოხე (57), 4:1 ვერგოსტი (59), 4:2 რამანი (65), 5:2 ვერგოსტი (88)

„ჰერტა“ – „დორტმუნდი“ 2:3 (2:1)

გოლები: 1:0 კალუ (4), 1:1 დელანი (14), 2:1 კალუ (35, პენ), 2:2 ზაგადუ (47), 2:3 როისი (90)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.202958
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X