ფეხბურთი

16:10 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "სიტიში" ჩემპიონთა ლიგას თუ ვერ მოვიგებ, კატასტროფა იქნება"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მისი მუშაობა ინგლისში წარუმატებლად უნდა შეფასდეს.

ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მისი მოთხოვნები მაღალია და ხალხსაც იგივე მოლოდინი აქვს.

„,მე ძალიან იღბლიანი ბიჭი ვარ. ჩემი სტანდარტები ძალიან მაღალია. მიუნხენში ამ მეთოდით ვმუშაობდი და შესაბამისად, აქაც. ჩემი მუშაობა „ბაიერნში“ არ იყო საკმარისი შესაფასებლად, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავედით, მხოლოდ ნახევარფინალები ვითამაშეთ.

ახლაც ასეა, ხალხს შეუძლია ეს პერიოდი შეაფასოს წარუმატებლად, რადგან ჩემპიონთა ლიგა ჯერაც არ მოგვიგია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა. კრიტიკა უნდა მივიღოთ, რადგან წარსულში ძალიან ბევრი ტიტული მოვიგე და აქედან გამომდინარე მოლოდინი დიდია, რაც ნორმალურია“, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალში ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, „აიაქსისა“ „იუვენტუსის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

0.114187