ჩოგბურთი

22:53 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა წყვილებს შემორჩა

მექსიკის ქალაქ მონტერეიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, სოფო შაფათავა ერთეულთა ბადეს გამოეთიშა.

საქართველოს პირველი ჩოგანი მერვედფინალში სლოვენიელ ნასტია კოლარს გაეჯიბრა და ტურნირის მე-3 ნომერთან 1:6, 2:6 დამარცხდა. ისიც ვთქვათ, რომ თავად სოფოს მე-3 რეიტინგი გააჩნდა.

შეგახსენებთ, რომ შაფათავა არგენტინელ ფლორენსია მოლინეროსთან ერთად, წყვილთა ნახევარფინალშია გასული, სადაც ძალებს ბრაზილიელი სეს და თურქი ოზგენის დუეტთან მოსინჯავს.

0.129595