ფეხბურთი

19:40 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა "რეალს" უარი უთხრა

ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალი“ უარით გაისტუმრა. გუშინ ესპანურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესი ფრანგს დაუკავშირდა და მადრიდში დაბრუნება შესთავაზა.

თუმცა, As-ის ცნობით, ზიდანმა პერესის წინადადება უარყო და განაცხადა, რომ ზაფხულამდე სამწვრთნელი ასპარეზზე დაბრუნებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ პერესი სანტიაგო სოლარის მუშაობით უკმაყოფილოა და მის შემცველალს მიმდინარე სეზონშივე აქტიურად ეძებს. ბოლო ცნობებით, „სამეფო კლუბში“ დაბრუნების ყველაზე დიდი შანსი ჟოზე მოურინიოს აქვს.

ზიდანის მომავალს კი, ყველაზე აქტიურად ტურინის „იუვენტუსთან“ აკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110328