სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:40 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუმ" "რომას" ჩემპიონთა ლიგის კარი დაუხურა (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„პორტუ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. ერთი შეხედვით პირველი მატჩების შემდეგ ყველაზე დიდი ინტრიგა ამ წყვილში იყო და ჯერჯერობით ერთადერთი თამაში გამოდგა მერვედფინალურ ეტაპზე, რომლის გამარჯვებულის გამოსავლენად 180 წუთი საკმარისი არ გამოდგა.

„პორტუ“ „რომასთან“ საშინაო არენაზე დიდ უპირატესობას ფლობდა და პრინციპში დამსახურებულადაც გავიდა შემდეგ ეტაპზე. ანგარიში „დრაკონებმა“ მუსა მარეგას ჩინებული თამაშის შემდეგ შეძლეს და ტიკინიოს ისღა დარჩენოდა ცარიელ კარში ადვილად გაეტანა. „ჯალოროსიმ“ კი სასურველი გოლი 10 წუთში გაიტანა, მას მერე, რაც დანიელე დე როსიმ პენალტი ზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმის სტარტზე მარეგამ კიდევ ერთხელ დააწინაურა „პორტუ“ და ორი მატჩის ჯამში აბსოლუტური თანაფარდობა დადგა - 3:3 (2:1, 1:2). სერჟიო კონსეისაუს გუნდს ძირითად დროში კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა.

აი, აქ „რომა“ უკეთ გამოიყურებოდა და ორჯერ ძალიან მაგარი მომენტი ქარს გაატანა. ჯერ პეპეს შეცდომით დიეგო პეროტიმ ვერ ისარგებლა და უხეიროდ დაარტყა, მერე კი, ედინ ჯეკომ იკერ კასილიასთან პირისპირ დარჩენილმა ვერ ივარგა - მეკარეს ბურთი თავზე კი გადაუგდო, მაგრამ სუსტად დაარტყა და მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.

აი. 116-ე წუთზე კი ჩიუნეთ ჩაქირიმ ვიდეორეფერის დახმარებით პენალტი დანიშნა „რომას“ კარში. ფლორენციმ შემტევს მაისურზე მოქაჩა და მწარედ დაისაჯა - უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად ალექს ტელეშმა გოლად აქცია და „პორტუს“ მეოთხედფინალის საგზური მოუტანა. ბოლო წუთზე ჩაქირი და ვიდეორეფერი კიდევ ერთხელ მოექცნე ყურადღების ცენტრში. რომაელი შემტევი პატრიკ შიკი საჯარიმოში წააქციეს, წესის დარღვევა თითქმის აშკარა იყო, მაგრამ თურქმა არბიტრმა სხვანაირად განსაჯა, რამაც იტალიელების გულისწყრომა გამოიწვია. დანიელე დე როსის თქმით, მათ ერთი პენალტი მოპარეს, ხოლო კოსტას მანოლასმა ამ ყველაფერს სირცხვილი უწოდა...

ისე, ცნობისთვის, „დრაკონები“ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე 2014-2015 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებენ. „რომამ“ კი ანტირეკორდი დაამყარა. ის გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ 31 საგარეო შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლი გაუშვა...

„პორტუ“ – „რომა“ 3:1 (დ.დ) (1:1) VIDEO

პორტუ, „დრაგაუ“

მაყურებელი: 49 209

„პორტუ“ (4-4-2): კასილიასი; მილიტაო (მაქსი პერეირა 103), ფელიპე, პეპე, ალექს ტელეში; ოტავიო (ერნანი 94), ერერა, პერეირა, კორონა (ბრაიმი 69); მარეგა, ტიკინიო (ფერნანდო 78)

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაუ

„რომა“ (3-4-3): ოლსენი; მანოლასი, ჟუან ჟესუსი, მარკანო (კრისტანტე 77); კარსდორპი (ფლორენცი 55), ნზონზი, დე როსი (პელეგრინი 45, შიკი 96), კოლაროვი; ძანიოლო, ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 ტიკინიო (26), 1:1 დე როსი (37, პენ), 2:1 მარეგა (52), 3:1 ალექს ტელეში (117)

გაფრთხილება: ერერა (18), პეპე (58), ალექს ტელეში (118) - ძანიოლო (15), კარსდორპი (55), ჯეკო (58), პელეგრინი (81), ფლორენცი (116)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 7 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 10:8 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.194656
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X