სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:10 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო ზეიმი და "ტორპედოს" გამარჯვება ბათუმში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

კრისტალბეთ ეროვნული ლგიის მეორე ტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობრივი „დინამო“ ქუთაიასის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა.

ბათუმში სტადიონის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ, გუნდი ისევ ანგისას ბაზაზე ატარებს საშინაო შეხვედრებს. ამაზე აუცილებლად უნდა ვთქვათ, სანამ მატჩზე ვიტყოდეთ - სტადიონი პირთამდე სავსე და იყო ფეხზეც არაერთი გულშემატკივარი იდგა. თამაშის დაწყებამდე, ტრიბუნა მთლიანად თეთრ-ლურჯ ფერში შეიმოსა, რაც ბუნებრივია ევროპული სტადიონებიდან არ გვიკვირს, მაგრამ საქართველოში მართლაც იშვიათობაა და ამიტომ, უნდა გამოვყოთ. ალბათ, არაფერი აჯობებს ამ ნოვაციას სხვა გუნდის სტადიონებზეც თუ ვნახავთ და ეს დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს. ისე კი, სავსე ტრიბუნის ფონზე ამის ხილვა მართლაც დიდი სიამოვნება იყო.

თამაშს რაც შეეხება - ადგილობრივი პუბლიკა უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულ საყვარელ გუნდს გვერდში ბოლომდე ედგა. თუმცა, კლასმა თავისი გაიტანა - „ტორპედო“ დღეს ბევრად გამოცდილი და ძლიერი გუნდია. კახა ჩხეტიანის გუნდი, რომ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება, ეს ფურცელზეც ჩანდა და უკვე მოედანზეც ვხედავთ.

„ტორპედომ“ პირველივე ტაიმში მოახერხა იმ უპირატესობის მოპოვება, რომლის წყალობით მორიგი სამი ქულა ადვილად მოიპოვა. მე-17 წუთზე თენგიზ წიქარიძის კუთხურის შემდეგ ოლექსანდრ აზაცკიმ თავით ძლიერად და რაც მთავარია ზუსტად დაარტყა, ხოლო ტაიმის მიწურულს, გრიგოლ დოლიძის პასი ბუდუ ზივზივაძემ გოლით დაასრულა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეპიზოდში აჭარელთა დაცვის ხაზი აშკარად ჩავარდა.

მეორე ნახევარში „დინამო“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სიტუაცია ვერ შეცვალა - გოლი აღარ გასულა.

„ტორპედო“ 2 ტურის მერე უდანაკარგოა და „საბურთალოსთან“ ერთად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. ბათუმის „დინამო“ კი ჯერაც უქულოდ და უგოლოდ იმყოფება, თუმცა ამ გუნდის თამაშიდან პოტენციალი ჩანს და ცხადია, სულ მალე მოუმატებს.

„დინამო“ (ბთ) – „ტორპედო“ 0:2 (0:2)

ბათუმი, „ანგისას ბაზა“

„დინამო“ (4-3-3): ალავიძე; მელიავა, ფაცაცია, გადრანი, ჩალაძე, მამუჩაშვილი, ტეიდი (გაფრინდაშვილი 46), მანჯგალაძე; რამოსი (საბანაძე 70), თევდორაძე; ჭანტურია (ილურიძე 46)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

„ტორპედო“ (4-2-3-1): ქვილითაია; გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, სტიეპოვიჩი; ცინცაძე, გიგაური; დოლიძე (ქიმაძე 75), წიქარიძე (კაპანაძე 62), ქავთარაძე; ზივზივაძე (ჭიჭინაძე (61)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 0:1 აზაცკი (17), 0:2 ზივზივაძე (45)

გაფრთხილება: კობახიძე (84)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.11418
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X