ფეხბურთი

16:31 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" სიაში გვარდიოლა პირველია

იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია, რადგან მასიმილიანო ალეგრისთან ურთიერთობას ასრულებს. იტალიურ მედიაში ამასთან დაკავშირებით ყოველდღე ახალი ცნობები ვრცელდება.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ტურინელთა მთავარი სამიზნე პეპ გვარდიოლაა. გავრცელებული ცნობით, იტალიური გუნდის წარმომადგენლები ესპანელის უმცორს ძმას ტურინში შევხდნენ, მაგრამ შეხვედრის დეტალები უცნობია.

„სიტის“ თავკაცი „იუვეს“ სიაში პირველი ნომერია. თუმცა, „იუვენტუსს“ ზინედინ ზიდანს, დიდიე დეშამს, ანტონიო კონტეს, იურგენ კლოპსა და სიმონე ინძაგისაც უკავშირებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ალეგრის „ბებერი ქალბატონთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

0.112373