ფეხბურთი

1:14 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო შესაძლოა "იუვენტუსში" დაბრუნდეს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, პირლოს „იუვეს“ 23-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად იწვევენ.

ხსენებული გუნდი იტალიის სერია C-ში მე-12 ადგილზე იმყოფება და სწორედ ამის გამო ამჟამინდელი თავკაცის, მაურო ძირონელის გათავისუფლებას გეგმავენ. მის შემცვლელად კი სწორედ პირლო სახელდება.

ანდრეას შესაბამისი სამწვრთნელო ლიცენზია უკვე გააჩნია. წყაროს ცნობით, თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ პირლომ კარიერა 2017 წელს დაასრულა, „იუვენტუსში“ კი 2011-2015 წლებში თამაშობდა. იტალიელი ბოლოს Sky Sport-ზე საფეხბურთო ექსპერტად მუშაობდა.

0.112661