თბილისის "დინამოს" 19 წლამდე შემადგენლობამ თურქულ შეკრებაზე კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ყაზახური "ტობოლის" დუბლებს დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
გოლი გიორგი აბუაშვილის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ 19 წლამდელებმა მანამდე კიდევ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს: ჯერ "ანთალიასფორი" დაამარცხეს დიდი ანგარიშით 5:1, შემდეგ კი "ნორდსტრანდი" 5:0 დაჯაბნეს. დღეს. "დინამოს" 17 წლამდელთა გუნდი "ალანიასფორს" შეხვდება და ამით მათი შეკრება დასრულდება.
U19 დინამო 1:0 ტობოლი 2
U19 დინამო: კუტალაძე, აწყურელი, ხვადაგიანი, კალანდაძე, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, ხორხელი, გულდედავა, აზაროვი, აბუაშვილი, მოისწრაფიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ჩარკვიანი, ჭავჭანიძე, მელიქიშვილი, ლომინაძე, ლომთაძე, მორჩილაძე
www.fcdinamo.ge