ფეხბურთი

9:04 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი: „თუ „სიტი“ წლეულს ოთხ ტურნირს მოიგებს, ისტორიაში საუკეთესო კლუბი გახდება“

„მანჩესტერ სიტის“ ბელგიელმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, მისი გუნდის საამსეზონო შანსები შეაფასა.

„ეს თითქმის შუძლებელია, მაგრამ შვეცდებით, წლეულს ოთხივე ტურნირი მოვიგოთ (ინგლისის ორი თასი, პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა), ამ შემთხვევაში, ისტორიაში საუკეთესო კლუბი გავხდებით, რადგან ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია. თუმცა, ახლა ამაზე არ ვფიქრობთ.“- უთხრა ბელგიელმა Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მეორედ მოიგო ინგლისის ლიგის თასი. ფინალში „ჩელსი“ დაამარცხა, მატჩისშემდგომი პენალტებით.

0.117959