ფეხბურთი

19:10 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "სავარჯიშოდ და პრობლემების მოსაგვარებლად დრო არ გვაქვს"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის მაურიციო სარის განცხადებით, გუნდის სავარჯიშოდ დრო არ აქვს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ყოველ მესამე დღე თამაში რთულია და გუნდის პრობლემების მოგვარებას ხელს უშლის.

ამის შესახებ სარიმ ევროპა ლიგაზე, „მალმიოსთან“ მატჩის წინ განაცხადა.

„ჩვენი პრობლემების მოგვარება ადვილი არაა, სავარჯიშოდ დრო არ გვაქვს, რადგან ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ. ვცდილობთ ფეხბურთელებთან ვისაუბროთ და შეცდომების თავიდან აცილებისთვის ვიდეოს ანალიზს ვუკეთებთ. საჭიროა უფრო მეტია აგრესია, როგორც მეტოქის, ისე ჩვენს საჯარიმოში. გვჭირდება დადებითი შედეგი, რომ საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნოთ და გამარჯვებების სერია დავიწყო.

სისტემა პრობლემა არაა. ვიცი, რომ თუ ვმარცხდებით, თავდამსხმელი გვჭირდება, ვიმარჯვებთ - მცველი. თუმცა, მინდა სხვანაირი ფეხბურთის ნახვა. ამ კვირაში მარინასა და აბრამოვიჩს ვესაუბრე და ვფიქრობ, აქ დარჩენა დიდი ხნით შემიძლია დარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც კი ვიმუშავებდი“, - განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ ბოლო პერიოდშ წარუმატებლად ასპარეზობს. პრემიერლიგაში „ბორნმუთთან“ 0:4, ხოლო „მანჩესტერ სიტისთან“ 0:6 წააგო, რის შედეგადაც, მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ბოლო შეხვედრა კი ინგლისის ასოციაციის თასზე შინ „მანჩესტერთან“ (0:2) წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112812