სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:42 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო პიზარომ ისტორია დაწერა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე სათამაშო დღეს ხუთი მატჩი გაიმართა და ისტორიაც დაიწერა. საქმე ისაა, რომ ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული გოლიც ავტორი კლაუდიო პიზარო გახდა.

ბერლინში, „ჰერტა“ ბრემენის „ვერდერს“ თითქმის მთელი თამაში უგებდა და სამი ქულის მოპოვებას არც არაფერი აშორებდა. თუმცა, მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე პიზარომ „მუსიკოსებს“ ქულა გადაურჩინა. პერუელმა ბუნდესლიგაში გოლი 40 წლისა და 136 დღის ასაკში გაიტანა. მასზე უფრო ასაკოვანს გერმანიის მთავარ საფეხბურთო ლიგაში გოლი არასდროს გაუტანია.

ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფმა „ლაიფციგმა“ კი, „მერსედეს ბენც არენაზე“ გაისეირნა და მორიგი გამარჯვება მიითვალა. რალფ რანგნიკის გუნდმა „შტუტგარტი“, რომელიც დასარჩენად იბრძვის დიდი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა და მეოთხე ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. წესით, „რედ ბულს“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.

იქვეა „ვოლფსბურგი“, მეხუთე ადგილზე, რომელმაც „მაინცი“ 3:0 დაამარცხა. „მგლები“ ოთხეულს 6 ქულით ჩამორჩებიან და წესით უნდა მოახერხონ ბრძოლა. თუ არადა, ევროპა ლიგის საგზურიც არ უნდა იყოს ურიგო და მიუღებელი შედეგი.

ევროპა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის „ჰოფენჰაიმიც“. იულიან ნაგელსმანის გუნდმა გასავარდნ ზონაში მყოფ „ჰანოვერს“ უპრობლემოდ მოუგო. „შალკესა“ და „ფრაიბურგის“ მატჩში კი გულშემატკივრება გოლი ვერ იხილეს და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

„შალკე“ – „ფრაიბურგი“ 0:0 (0:0)

„ჰოფენჰაიმი“ – „ჰანოვერი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჟოელინტონი (4), 2:0 ბელფოდილი (14), 3:0 დემირბაი (80)

„შტუტგარტი“ – „ლაიფციგი“ 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 პოულსენი (6), 1:1 ცუბერი (16, პენ), 1:2 ზაბიცერი (68), 1:3 პოულსენი (74)

„ვოლფსბურგი“ – „მაინცი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 არნოლდი (4), 2:0 ვერგოსტი (70, პენ), 3:0 კნოხე (76)

„ჰერტა“ – „ვერდერი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 სელკე (25), 1:1 პიზარო (90)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.10805
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X