სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:17 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პიონტეკის შოუ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

წლებია „მილანს“ კრშიშტოფ პიონტეკის დარი ფორვარდი არ ჰყოლია. რამდენი თავდამსხმელი გამოიცვალა ლომბარდიულმა გრანდმა განვლილ წლებში, მაგრამ ვერავინ გაამართლა. ვერც გონსალო იგუაინმა, რომელიც ბედად იანვარში „ჩელსიში“ გადაბარგდა.

დიახ, „როსონერი“ სწორედ „პიპიტას“ ინგლისში წასვლას უნდა უმადლოდეს, რომ დღეს პიონტეკი „როსონერის“ მაისურით მეტოქეებს ბომბავს. 4 გოლი სერია A-ში, ორიც იტალიის თასზე და ეს ყველაფერი არასრულ ერთ თვეში.

პოლონელი, რომ ძალიან კარგი ფინიშერია ეს სეზონის პირველმა ნაწილშიც გამოჩნდა, როდესაც მოკრძალებული „ჯენოას“ მაისურით ირჯებოდა. თუმცა, „მილანში“ ასეთი დასაწყისი მაინც მოულოდნელი იყო. ჯენარო გატუზოს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და 24-ე ტურში უშუალოდ კონკურენტ „ატალანტას“ ბერგამოში ეწვია.

„ატალანტა“ კერკეტი კაკალია, ადვილად არავის არაფერს უთმობს, ორი კვირის წინ „იუვენტუსი“ იტალიის თასზე 3:0 დაამარცხა. მოკლედ, „ატლეტი აძურიზე“ დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი და შედგა კიდეც. თავიდან მასპინძლები დაეუფლნენ უპირატესობას და 33-ე წუთზე რემო ფროილერის გოლით დაწინაურდნენ კიდეც. პირველი ნახევარი გატუზოს გუნდმა საკმაოდ ცუდად ჩაატარა და ყველა ელოდა, რომ შესვენებაზე ბერგამოელები უპირატესობით გავიდოდნენ. თუმცა, ზედ ბოლო წუთზე, პიონტეკმა არაამქვეყნიური გოლი წარმოგვიდგინა - როდრიგესის ჩაწოდებულს ისეთ სტილში გამოეხმაურა, ამის სიტყვებით გადმოცემა რთულიცაა და თანაც, ნანახი ბევრად სჯობს.

მეორე ტაიმში კი „როსონერიმ“ კიდევ ორჯერ გაიტანა. ჯერ ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაისროლა შორი დისტანციიდან, ხოლო შემდეგ პიონტეკმა დუბლი გაიფორმა. პოლონელმა ამჯერად თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი. შედეგად, 3:1 „როსონერის“ სასარგებლოდ და ჩემპიონთა ლიგა კიდევ უფრო რეალური გახდა. შავ-წითლებს 42 ქულა მოუგროვდათ და იმავე „ატალანტას“ 4 ქულით გაასწრეს. თუმცა, მანამდე რომაური გუნდებიც არიან, რომლებსაც 24-ე ტურში ჯერ არ უთამაშიათ.

შაბათს, კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. „პარმა“ „კალიარის“ უგებდა, მაგრამ ბოლოსკენ ლეონარდო პავოლეტიმ დუბლი გაიფორმა და სარდინიელებს ხანგრძლივი პაუზის მერე გამარჯვების გემო გაახსენა.

„კალიარი“ – „პარმა“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 კუცკა (40), 1:1 პავოლეტი (66), 2:1 პავოლეტი (85)

„ატალანტა“ – „მილანი“ 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 ფროილერი (33), 1:1 პიონტეკი (45), 1:2 ჩალჰანოღლუ (55), 1:3 პიონტეკი (61)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.223785
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X