ფეხბურთი

21:51 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი კოულის გოლმა „დერბის“ ვერ უშველა

ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალის მატჩში „ბრაიტონმა“ ჩემპიონშიფის ბინადარ „დერბი ქაუნთის“ 2:1 მოუგო და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

ანგარიში ბრაიტონელმა ანტონი კნოკარმა გახსნა 33 წუთზე, პირველი ტაიმის ბოლოს იურგენ ლოკადიამ გააორა. 81-ე წუთზე კი სტუმართა ვეტერანმა მცველმა, ეშლი კოულმა ერთი საპასუხო ბურთი გაიტა, თუმცა „დერბი“ მაინც დამარცხდა.

ამ შეხვედრისთვის შესაძლოა, არც დაგვეთმო ადგილი, მაგრამ აქ სწორედ კოულის ფაქტორია საინტერესო. მოგეხსენებათ, „დერბის“ ფრენკ ლამპარდი წვრთნის, რომელმაც პირადად მიიწვია გუნდში იანვარში ამერიკული „ლოს ანჯელეს გალაქსიდან“ წამოსული 38 წლის კოული. თავის დროზე, მათ ერთად უთამაშიათ „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრებში.

კოულმა მესამე შეხვედრა ჩაატარა „ცხვრების“ მაისურით და პირველი გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.439551