ფეხბურთი

0:31 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ ინგლისის თასის მეოთხედფინალში გავიდა

ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალურ მატჩში, მეოთხე დივიზიონის „ნიუპორტმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. თუმცა, „ქალაქელბისთვის“ ეს შეხვედრა იოლი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა.

მეორე ნახევარში კი მანჩესტერელებმა იძალეს. ანგარიში ლეროი სანემ გახსნა, მერე ჭაბუკმა ფილ ფოდენმა გააორა. ამ უნიჭიერესმა ყმაწვილმა მოგვიანებით დუბლიც გაიფორმა. თუმცა, მანამდე, ჯერ ნიუპორტელმა პადრეიგ ამონდმა გაქვითა ერთი ბურთი, შემდეგ კი რიად მაჰრეზმა მესამედ დააწყებინა მასპინძლებს ცენტრიდან თამაში.

მერვედფინალის დანარჩენი შეხვდრები 17-18 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116128