სხვა

0:53 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა

სარაევოში და აღმოსავლეთ სარაევოში დასრულდა ევროპის ზამთრის მე-14 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.
ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობდა ევროპის 46 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე ასაკის 911 სპორტსმენი. მათ შორის იყო საქართველოდან წარგზავნილი 5 სამთო მოთხილამურე - ნოდარი კოზანაშვილი, გიორგი აბრამაშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, ნინო კურტანიძე, მაგატა ჯაფარიძე და ფიგურულად მოციგურავე ალინა ურუშაძე. საქართველოს გუნდი ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უმედლოდ დარჩა.

მულტისპორტულ ღონისძიებაზე მედლები მოიპოვეს 21 ქვეყნის წარმომადგენლებმა. მედლების ჩათვლაში 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა ნორვეგიამ. მეორეზე გავიდა შვეიცარია (5-5-2), ხოლო მესამეზე -საფრანგეთი (4-3-4).


მომდევნო ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2021 წელს ფინეთის ქალაქ ვუოკატში გაიმართება.
წლეულს, 21-27 ივლისს ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაქო უმასპინძლებს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.169325