ფეხბურთი

14:45 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" უგოლო მატჩი ერთი წლის შემდეგ

კატლონიის „ბარსელონა“ ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუზავდა და შედეგიანი სერია შეწყვიტა.

„ბარსა“ ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ 37 ტურის განმავლობაში ახერხებდა მინიმუმ ერთი გოლის გატანას. თუმცა, „სან მამესზე“ ლიონელ მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ „ბილბაომდე“ ბოლო ესპანური გუნდი, რომლის კარი „ბლაუგრანამ“ ვერ დალაშქრა, „ხეტაფე“ იყო (0:0) და ეს ზუსტად ერთი წლის წინ, 11 თებერვალს მოხდა.

აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგას „ბარსელონა“ ლიდერობს და მადრიდის „რეალს“ 6 ქულით უსწრებს.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112721