ჭადრაკი

13:55 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

საკვირაო ტურნირი სანიკიძის გამარჯვებით დასრულდა

საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ ჭადრაკის სასახლეში გამართულ რიგით მეორე საკვირაო შეჯიბრში ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა.

მის აქტივში 11-დან 9,5 ქულაა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორი ნიკოლოზ პეტრიაშვილი.

7,5-7,5 ქულით III-V ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3. მახო სულაშვილი, 4. ნიკა ჩხაიძე, 5. სოფო ნიკოლაძე.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ნიკოლაძემ აჩვენა, ხოლო 1800-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში - საბა ლომსაძემ.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 300 ლარს შეადგენდა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134805