ფეხბურთი

9:38 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: „იტალიური კლუბებისგან შეთავაზება არ მიმიღია“

„იუვენტუსის,“ „ჩელსისა“ და „სკუადრა აძურას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ იტალიური კლუბებისგან შეთავაზება არ მიუღია.

„ყველაფერი კარგადაა. მწყობრში ვარ. ცხადია, მენატრება სამწვრთნელო საქმიანობა, მაგრამ წლეულს გადავწყვიტე ცოტა დავისვენო. „ატალანტა“ – „იუვენტუსის“ სათასო მატჩის საცქერლად მოვედი. გეტყვით, რომ იტალიური კლუბებისგან შეთავაზება არ მქონია.“ - უთხრა კონტემ Sky Sports Italia-ს.

ცოტა ხნის წინათ, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს კონტეს გადაბირება მილანის „ინტერს“ სურდა. „ნერაძურის“ ხელმძღვანელობა ზაფხულში ლუჩანო სპალეტის გაშვებას აპირებს, რადგან იტალიელმა სპეციალისტმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ვერ გაიყვანა და სერია A-შიც, „იუვენტუსს“ საჩემპიონო ბრძოლა ვერ გაუმართა.

0.11296