ფეხბურთი

21:54 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალას თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს

უელსური „კარდიფ სიტის“ ფეხბურთელ ემილიანო სალას დაკარგული თვითმფრინავის ნარჩენები სავარაუდოდ იპოვეს. ავიაციის ინციდენტების საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით, სანაპიროზე თვითმფრინავის გარკვეულ ნაწილებს მიაკვლიეს.

სავარაუდოდ, ნარჩენები ეკუთვნის Piper PA-46 თვითმფრინავს, რომლითაც სალა უელსში მიფრინავდა. წყალქვეშა სამძებრო სამუშაობი უახლოეს პერიოდში დაიწყება, როგორც კი, ამინდი გაუმჯობესდება.

შეგახსენებთ, რომ სალა 21 იანვარს, კერძო თვითმფრინავით ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ამ დროისთვის 28 წლის ემილიანო სალა და პილოტი დაკარგულად ითვლებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109371