ფეხბურთი

22:02 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

12 წლის გმირი - პატარა ესპანელმა ფეხბურთელმა მეტოქე სიკვდილისგან იხსნა

კრისტიან ფერნანდესი, პატარა ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ 12 წლისაა, მაგრამ უკვე გმირია. „სან ფერნანდოსა“ და „მედინა ბალომპეს“ შეხვედრის დროს, რომელიც ანდალუზიის მესამე დივიზიონის ეგიდით იმართებოდა, ბუნებრივია ასაკობრივ კატეგორიაში, "სან ფერნანდოს" წევრმა ფერნანდესმა მეტოქის სიცოცხლე გადაარჩინა.

„მედინას“ ფეხბურთელი ხესუს ოჩოა ძირს უგონოდ დაეცა და ფეხბურთელები შიშისგან მოშორებით დადგნენ, მაგრამ ფერნანდესმა იყოჩაღა. მასთან მივიდა და ენა დაუჭირა, რომ არ გადაეყლაპა. შემდეგ მოედანზე ექიმებიც შევიდნენ და ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ კრისტიანის პირველადმა დახმარებამ ოჩოა კატასტროფისგან დაიხსნა.

„დავეხმარე იმიტომ, რომ ვიცოდი, ერთ-ერთი თამაშის დროს იგივე ფერნანდო ტორესსაც დაემართა“, - უთხრა Marca-ს 12 წლის გმირმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110879