კალათბურთი

18:05 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტი თბილისის “ოლიმპია”

საქართველოს თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტი ცნობილია. მედვედფინალური სერიის მეორე მატჩში “ოლიმპმა” 97:81 დაამარცხა “თბილისი” და საერთო ანგარიშით – 2:0 იმარჯვა.

წინა მატჩის მსგავსად, “თბილისმა” ამჯერადაც მაქსიმუმი გააკეთა და თამაშის განმავლობაში რამდენჯერმე მინიმუმამდე გაუბათილა ოლიმპელებს ლიდერობა, თუმცა საბოლოოდ სუპერლიგის გუნდმა მაინც თავისი გაიტანა და მეორე ნახევარში მოპოვებული სრული უპირატესობა 16-ქულიან გამარჯვებად აქცია.

ოლიმპელებს 21 ქულითა და 15 მოხსნით მარკ ოგდენმა ულიდერა. 22 ქულა დააგროვა რეჯი ბეიკერმა, ხოლო 20 – ჩარლზ ბენეტმა. “თბილისში” 16 ქულით საუკეთესო იყო გიორგი დვალი. 14 ქულა და 12 მოხსნა ლევან რევაზაშვილის ანგარიშზეა.

“ოლიმპი” მეოთხედფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც “შსს აკადემია-ტიტებისა” და “არენა-ოლიმპის” წყვილში” გამოვლინდება. “ტიტები” სერიას 1:0 იგებს და მორიგი მატჩი 29 იანვარსაა დანიშნული.

თბილისი – ოლიმპი
სტატისტია: 81:97

www.gbf.ge

0.114921