სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჩოგბურთი

16:40 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაომი ოსაკა - ქალთა ჩოგბურთის ახალი ტრიუმფატორი (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ავსტრალიის ღია პირველობა ქალთა შორის ნაომი ოსაკას ტრიუმფით დასრულდა. მელბურნში გამართული ფინალური შეხვედრა ოსაკასა და ჩეხ პეტრა კვიტოვას შორის ზუსტად ორსაათნახევარი გაგრძელდა და დრამატული გამოდგა.

მატჩი როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული გახლდათ, რომლის ბედი სამ სეტში გადაწყდა. პირველი სეტი ტაიბრეიკამდე მივიდა და იქ იაპონელმა ჩოგბურთელმა 7:2 იმარჯვა, ხოლო სეტი 7:6 მოიგო. სეტში, რომელიც 51 წუთს გაგრძელდა, ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად ირჯებოდა და შედეგად, ტაიბრეიკამდე მივიდნენ, სადაც იაპონელმა გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშა, ვიდრე მისმა ვიზავიმ. შედეგად, ტაიბრეიკი ნაომიმ დამაჯერებლად, 7:2 მოიგო და დაწინაურდა.

სამაგიეროდ, მეორე სეტი, რომელიც თითქმის ერთი საათი გაგრძელდა, ჩეხი მეჩოგნის გამარჯვებით დასრულდა. საერთოდ, მეორე სეტი ძალზე დრამატული გამოდგა. პირველი ორი გეიმი კვიტოვას გამარჯვებით დასრულდა და 2:0 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ ზედიზედ ორჯერ წააგო, როგორც საკუთარი, ისე მეტოქის ჩაწოდება. შედეგად, აზიელი 4:2 დაწინაურდა და გამარჯვებას ძალიან მიუახლოვდა. თუმცა, ეს არაფერი იყო იმასთან, რაც შემდეგ მოხდა.

როდესაც ოსაკა სეტში 5:3 იგებდა, ახლოს გახლდათ თამაშის დასრულებასთან. სამმაგი საჩემპიონოპოინტი მიიღო მეცხრე გეიმში, როდესაც 40:0 წაიყვანა ანგარიში, თუმცა, კვიტოვამ საკუთარი ჩაწოდება გადაარჩინა და ნაომის სამმაგი საჩემპიონოპოინტი არათუ აღმოფხვრა, არამედ გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მერე კი, ანგარიშიც გაათანაბრა, რადგან ბრეიკი შეასრულა. 5:5-ზე ოსაკა ფსიქოლოგიურად გატყდა და კვიტოვამ ამით კარგად ისარგებლა.

შედეგად, სეტში ბოლო ოთხი გეიმი პეტრას გამარჯვებით დასრულდა და სეტებში ანგარიში გათანაბრდა - 1:1 (7:6, 5:7). ჯერი გადამწყვეტ სეტზე მიდგა, რომელიც ავსტრალიის 2019 წლის ღია პირველობის ჩემპიონს არკვევდა.

მესამე სეტი 41 წუთს გაგრძელდა და კვიტოვამ საკუთარი მოწოდება მესამე გეიმში დათმო, რაც საკმარისი გამოდგა ჩემპიონობის დასაკარგად. ოსაკას მოპოვებული ბრეიკი არ გაუნიავებია და საბოლოოდ, სეტი 6:4, ხოლო შეხვედრა 2:1 მოიგო (7:6, 5:7, 6:4).

ამრიგად, ნაომი ოსაკამ ზედიზედ მეორე დიდი სლემის ტურნირი მოიგო, მას შემდეგ, რაც გასული წლის სექტემბერში, სენსაციურად ამერიკის ღია პირველობის ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა. გარდა ამისა, ოსაკა რეიტინგის პირველი ნომერი გახდა. ის ყველაზე ახალგაზრდა ქალი ჩოგბურთელია 2010 წლისა და კაროლინ ვოზნიაცკის შემდეგ, რომელმაც WTA-ს რეიტინგში გალიდერება მოახერხა (21 წლის, 3 თვისა და 10 დღის ასაკში). შედეგად, სიმონა ჰალეპის თითქმის ერთწლიანი დომინაცია რეიტინგში დასრულდა (2018 წლის 26 თებერვლიდან).

თავის მხრივ, კვიტოვამ კარიერაში პირველად წააგო დიდი მუზარადის ტურნირის ფინალში. აქამდე, 2011 და 2014 წელს, უიმბლდონის ფინალში გამარჯვება ორჯერ ჰქონდა მოპოვებული.

მსოფლიო ჩოგბურთს კი, ნამდვილად ახალი ვარსკვლავი ჰყავს ნაომი ოსაკას სახით. სხვათა შორის, 21 წლის იაპონელმა ჯენიფერ კაპრიატის 2001 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორა (ჯენიფერმა მელბურნის შემდეგ პარიზში ჩემპიონობა მოახერხა) და დიდი მუზარადის ზედიზედ ორ საწყის ფინალში შეძლო გამარჯვება. ეს ოსაკას კარიერაში მეხუთე ფინალი გახლდათ და მესამე ტიტული მოიპოვა, თუმცა მათ შორის, ამერიკის 2018 წლისა და ავსტრალიის 2019 წლის ღია პირველობები ცალსახად გამორჩეულია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112216
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X