ფეხბურთი

19:05 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოდინმა "ინტერში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

მადრიდის „ატლეტიკოს“ კაპიტანი დიეგო გოდინი მილანის „ინტერში“ ითამაშებს, ოღონდ ზაფხულიდან. Sky Sport-ის ინფორმაციით, ურუგვაელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და უახლოეს დღეებში წინასწარ კონტრქტსაც გააფორმებს.

ხელშეკრულების თანახმად, გოდინი „ინტერთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. აღსანიშნავია, რომ 32 წლის სამხრეთ ამერიკელი იტალიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბაგრდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო გოდინი „ატლეტიკოში“ 2010 წლიდან თამაშობს. მანამდე კი სამი სეზონის განმავლობაში მეორე ესპანური გუნდის, „ვილიარეალის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113191