ფეხბურთი

17:50 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"კარდიფის" პრეზიდენტი: "სალამ ჩვენი გეგმა უარყო და კარდიფში თავისი ნებით გამოფრინდა"

უელსური „კარდიფ სიტის“ პრეზიდენტი მეჰმეთ დალმანი ემილიანო სალას შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, „კარდიფს“ ფრენასთან დაკავშირებით სხვა გეგმა ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელმა თავისი ნებით მიიღო გადაწყვეტილება.

დალმანის თქმით, ემილიანომ კარდიფში დასაბრუნებლად უფრო სწრაფი და მარტივი გზა აირჩია.

„კარდიფს ჰქონდა პასუხისმგებლობა, რომ ფეხბურთელი საკუთარ ფრენაზე დაეთანხმებინა. მაგრამ, ემილიანომ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და უფრო სწრაფი მარშრუტი აირჩია.

ჩვენი გეგმა სინამდვილეში იყო, რომ ნანტიდან პარიზში მატარებლით ჩასულიყო, ხოლო იქიდან ჰითროუს აეროპორტში გაფრინდებოდა და შემდეგ დაბრუნდებოდა კარდიფში. ეს იყო გზა, რომ თავიდან აგვეცილებინა მძიმე კლიმატურ პირობებში ფრენა. თუმცა, სალამ ამჯობინა, რომ თავისი გეგმით წამოსულიყო.

საფეხბურთო ოჯახს მადლობას ვუხდით ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის, არამარტო კარდიფში, არამედ მთელ მსოფლიოში. რაც მოხდა, ეს უბრალოდ ტრაგედიაა. ვიტოვებთ იმედს, რომ ვიპოვით, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ, რომელიც ამ დროისთვის კარგი ნამდვილად არაა“, - განაცხადა Sky Sports-სთან დალმანმა.

შეგახსენებთ, რომ სალას თვითმფრინავი ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა, მაგრამ რადარებიდან გაქრა. პოლიცია არგენტინელი ფეხბურთელის ლაინერს უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ეძებს.

0.11441