ფეხბურთი

15:51 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი ხელფასის 8 მილიონით გაზრდას ითხოვს

მადრიდის „რეალის“ მცველი და კაპიტანი, სერხიო რამოსი, ჯამაგირის 8 მილიონი ევროთი გაზრდას ითხოვს - გვამცნობს El Chiringuito TV.

32 წლის ესპანელს, წელიწადში გასამრჯელოდ 18 მილიონი ევროს მიღება მოუნდომებია. ამჟამად, 2020 წლამდე გათვლილი კონტრაქტის მიხედვით, რამოსი წელიწადში 10 მილიონს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ რამოსი „სამეფო კლუბში“ 2005 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან კლუბის მაისურით, ყველა ტურნირში, 593 მატჩში, 80 ბურთი გაიტანა და 38 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119663