სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:35 | 21.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" სამი ქულა და ფლორენციული თრილერი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო „ნაპოლიმ“ და ლიდერ „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა 6 ქულამდე მინიმუმ 1 დღით შეამცირა. კარლო ანჩელოტის გუნდმა მეოცე ტურში „ლაციოს“ უმასპინძლა და პირველივე ტაიმში მოიპოვა უპირატესობა, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნა.

5-წუთიან ინტერვალში ჯერ ხოსე კალეხონმა გაიტანა, მერე კი არკადიუშ მილიკმა ჩინებული საჯარიმო შეასრულა. მეორე ტაიმში „ლაციომ“ გაიბრძოლა, ჩირო იმმობილემ შეძლო კიდეც ერთი გოლის გაქვითა, თუმცა ეს რომაელთა მაქსიმუმი გამოდგა. საბოლოოდ, ნეაპოლელებმა 2:1 გაიმარჯვეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ბერგამოს „ატალანტამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი გუნდია. მართალია, „ფროზინონე“, რომელიც ძალიან სუსტია, საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ, მაინც. ბერგამოელებმა ჩინებული 90 წუთი ჩაატარეს და 5:0 მოიგეს. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ დუვან ძაპატა, რომელმაც პოკერი მიითვალა. კოლუბიელი ფანტასტიკურ ფორმაშია და ბოლო 7 მატჩში უკვე 13 გოლის გატანა მოახერხა. ამასობაში ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუსაც გაუტოლდა. ფაქტია, ძაპატა ასე თუ გააგრძელებს, მალე ბევრად ძლიერი გუნდებისგან მიიღებს წინადადებებს.

ფლორენციაში თრილერი შედგა „ფიორენტინასა“ და „სამპდორიას“ შორის. „იების“ რიგებში დებიუტი ჰქონდა იტალიაში დაბრუნებულ და „სამპას“ ყოფილ ფორვარდ ლუის მურიელს, რომელიც შეუდარებლად გაისარჯა. კოლუმბიელმა დუბლი შეასრულა და ორივე გოლი შედევრი. მეტწილად, მეორე გოლი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც სოლორეიდით დააგვირგვინა. სამაგიეროდ, უსაქმოდ არც გენუელები ყოფილან. პირველი ტაიმის ბოლოს გასტონ რამირესმა ულამაზესი ჯარიმა გაუტანა მასპინძლებს, ხოლო მატჩის მიწირულს, როდესაც „სამპა“ 1:2 აგებდა, ფაბიო კვალიარელამ თქვა თავისი სიტყვა. 35 წლის ფორვარდმა დუბლი გაიფორმა და თავისიანები დააწინაურა. კვალიარელამ მიჯრით მეათე შეხვედრაში გაიტანა და გაბრიელ ბატისტუტას ისტორიულ რეკორდამდე მომდევნო ტურში გოლის გატანა აშორებს. აღსანიშნავია, რომ „ფიორენტინას“ პირველივე ტაიმში ფეხბურთელი გაუძევეს და თამაშის ნახევარზე მეტი უმცირესობაში გაატარა. აქედან გამომდინარე სტეფანო პიოლის გუნდს კიდევ უფრო მეტად უნდა დავუფასოთ, რომ არ წააგო და მსაჯის კომპენსირებულ დროში ხერმან პეცელამ გაიტანა და შეხვედრაც 3:3 დასრულდა.

კვირას კიდევ ორი მატჩი იყო და ორივეში ფრე დაფიქსირდა. გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდები დაზავდნენ: „კალიარიმ“ „ემპოლისთან“ საკუთარ მოედანზე მარცხს თავი ბოლო წუთზე დააღწია, ხოლო „სპალმა“ და „ბოლონიამ“ ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს და დაზავდნენ.

„ფროზინონე“ – „ატალანტა“ 0:5 (0:2)

გოლები: 0:1 მანჩინი (11), 0:2 ძაპატა (44), 0:3 ძაპატა (47), 0:4 ძაპატა (64), ძაპატა (73)

„ფიორენტინა“ – „სამპდორია“ 3:3 (1:1)

გოლები: 1:0 მურიელი (34), 1:1 რამირესი (44), 2:1 მურიელი (70), 2:2 კვალიარელა (81, პენ), 2:3 კვალიარელა (85), 3:3 პეცელა (90)

„სპალი“ – „ბოლონია“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 პალასიო (24), 1:1 კურტიჩი (63)

„კალიარი“ - „ემპოლი“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 პავოლეტი (36), 1:1 დი ლორენცო (70), 1:2 ზაიჩი (81), 2:2 ფარიასი (90)

„ნაპოლი“ – „ლაციო“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 კალეხონი (34), 2:0 მილიკი (37), 2:1 იმმობილე (65)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.154381
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X