ფეხბურთი

13:45 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობით იმედგაცრუებული ვიყავი"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "არსენალთან" წაგებული (0:2) პრემიერლიგის 23-ე ტურის შემდეგ იმედგაცრუებული იყო.

"იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ყველაზე მეტად კი იმედგაცრუებული გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობით ვიყავი. მსგავი პრობლემა "ტოტენჰემთან" მატჩის დროსაც გვქონდა. მეგონა ეს პრობლემა გადავლახეთ, თუმცა როგორც აღმოჩნდა კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა ფეხბურთელებმა თამაში შემოატრიალონ." - ციტირებს BBC-ი იტალიელის სიტყვებს.

ლონდონის "ჩელსი" 23 მატჩის შემდეგ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე 47 ქულით იმყოფება. "არისტოკრატები" შემდეგ მატჩს 30 იანვარს "ბორნმუთთან" სტუმრად გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108812