ფეხბურთი

22:33 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერმა გვარდიოლას და ანჩელოტის რეკორდი გაიმეორა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ულე გუნარ სულშერის ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და ნორვეგიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტის და პეპ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა. აქამდე სადებიუტო სეზონში ზედიზედ ექვსი გამარჯვება იტალიელ და ესპანელ სპეციალისტებს ჰქონდათ.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 23-ე ტურში "ბრაიტონი" 2:1 დაამარცხა, ხოლო თუ "წითელი ეშმაკები" შემდეგ ტურში "ბარნლის" დაამარცხებენ, სულშერი ზემოთაღნიშნულ შედეგს გააუმჯობესებს.

სტატისტიკა
0.143614