ფეხბურთი

9:45 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ აქლემებზე

საფრანგეთის ჩემპიონატის ტურებს შორის, „პარი სენ-ჟერმენი“ ყატარში იმყოფება შეკრებაზე. გუშინ ისინი ადგილობრივ იპოდრომს სწვევიან და აქლემების ტრადიციულ რბოლაში (Camel race) მიუღიათ მონაწილეობა.

ცნობისათვის, რბოლისას, აქლემებზე საგანგებო ჟოკეი-რობოტებია მიმაგრებული, რომლებიც დისტანციურად იმართებიან. პსჟ-ის პრესსამსახურის ცნობით, გარბენში თავდამსხმელ ნეიმარისა და დამრიგებელ ტომას ტუხელის აქლემებმა გაიმარჯვეს. მათ ჯილდოდ 25-25 ათასი ევრო მიიღეს, რომელიც ქველმოქმედებას მოხმარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144874