სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:02 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" 2019 წელი ტიტულით დაიწყო (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის 2018 სუპერთასის მფლობელი „იუვენტუსია“. საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართული ფინალი ტურინულმა გრანდმა „მილანს“ მოუგო და 2019 წელს პირველი ტიტული მოიპოვა.

მატჩის საუდის არაბეთში ჩატარებას დიდი ვნებათაღელვა უძღოდა წინ, რადგან მატჩზე დასწრების საშუალებას ქალებს არ აძლევდნენ. საბოლოოდ, შეთანხმება შედგა და იტალიის სუპერთასს 15 ათასამდე ქალბატონმა უშუალოდ სტადიონიდან მიადევნა თვალი.

მატჩს რაც შეეხება, სკანდალური გამოდგა. რა თქმა უნდა, მსაჯობის გამო. ლუკა ბანტის ქმედებებით „როსონერის“ ფეხბურთელები იყვნენ გაღიზიანებულნი და განსაკუთრებით, გონსალო იგუაინი, რომელსაც თამაშის დამთავრების შემდეგ ვერ ამშვიდებდნენ. საქმე ისაა, რომ ბანტიმ ფრანკ კესის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, ლომბარდიელთა აზრით, დაუმსახურებლად, ხოლო შემდეგ ანდრეა კონტის წაქცევისთვის საკამათო ეპიზოდი ტურინელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. თავის მხრივ, „იუვესაც“ ჰქონდა თავის პრეტენზიები, როცა კრისტიან ძაპატამ საჯარიმოში ხელით ითამაშა, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა.

ასე იყო თუ ისე, შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა და იგრძნობოდა კიდეც, რომ ერთი გოლი სატიტულო იქნებოდა. ეს გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. პორტუგალიელი მირალემ პიანიჩის დიდებულ გადაცემას გამოეხმაურა და თავით გაუტანა ჯანლუიჯი დონარუმას. აღსანიშნავია, რომ რონალდუმ თავისი კარიერის განმავლობაში 30-ე ფინალი ითამაშა და მე-19 გოლი გაიტანა.

ეს რონალდუ პირველი ფინალი იყო „იუვეს“ მაისურით და პირველივე შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ნამატჩევს, პორტუგალიელმა თქვა, რომ ბედნიერია ტიტულით და 2019 წლის საუკეთესო დასწყისით.

„იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასი ისტორიაში მერვედ მოიპოვა.

„იუვენტუსი“ – „მილანი“ 1:0 (0:0) VIDEO

ჯიდა, „კინგ აბდულა სპორტს სიტი“

მაყურებელი: 60 000

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური (ბერნარდესკი 86), პიანიჩი (ემრე ჯანი 65), მატუიდი; დიბალა, რონალდუ, დუგლას კოშტა (ხედირა 89)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„მილანი“ (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, ძაპატა, რომანიოლი, როდრიგესი; კესი, ბაკაიოკო, პაკეტა (ბორინი 71); კასტილიეხო (იგუაინი 70), კუტრონე (კონტი 79), ჩალჰანოღლუ

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

გოლი: 1:0 რონალდუ (61)

გაფრთხილება: ალექს სანდრო (26), პიანიჩი (44), დიბალა (90) - ჩალჰანოღლუ (21), კასტილიეხო (45), კალაბრია (82), როდრიგესი (87)

გაძევება: კესი (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 6 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ლუკა ბანტი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.176368
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X