თამაშგარე

11:16 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლილი კოულის ინგლისის ნაკრების წარმატების სჯერა

ორიგინალური გარეგნობის მქონე ინგლისელი მოდელი და მსახიობი ლილი კოული, მის მოგვარე ვეტერან ფეხბურთელს, ეშლი კოულის მართალია პირდაპირ არ ენათესავება, მაგრამ ხშირად ამბობს, რომ ფეხბურთი მას ეშლიზე არანაკლებად უყვარს და ინგლისის ნაკრებზეც გული შესტკივა.

ბოლო დროს გვარიანად მოძლიერებული ინგლისის საფეხბურთო ნაკრები, მრავალი თანამემამულეს მსგავსად, ლილსაც მომავლის იმედებს უსახავს. ლილი კოულის საყვარელი ფეხბურთელიც ყავს და ეს რა გასაკვირია, რომ მთელი ინგლისის იმედი - ჰარი კიუელი გახლავთ.

გასული წლის დეკემბერში ქალბატონი ლილი ინგლისის ნაკრების მესვურებმა მეუღლესთან ერთად, საშობაო ვახშამზეც მიიწვიეს და სწორედ მაშინ განაცხადა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების გამარჯვების სჯერა. ბრიტანეთის მიწის შვილნი საფეხბურთო თვალსაზრისით ასეთი იმედიანები ალბათ ბოლო 30 წელია არ ყოფილან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111903