ჩოგბურთი

22:47 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანელ ჩოგბურთელს წესების ცვლილება დაავიწყდა (+VIDEO)

ბრიტანელ ჩოგბრთელს კატი ბულტერს დაავიწყდა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე წესები შეიცვალა.

გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე ბულტერი რუს ეკატერინა მაკაროვას 6:4-ს უგებდა და როდესაც მეშვიდე ქულა მოიპოვა, შეხვედრა მოებული ეგონა. კატი ბადისკენ წავიდა რათა მოწინააღმდეგისთვის ხელი ჩამოერთვა.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ახალი წესების მიხედვით გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკი 7-ის ნაცვლად 10 ქულამდე გრძელდება. საბოლოოდ ბრიტანლემა 10:6 მაინც მოიგო.

0.112315