ფეხბურთი

20:40 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" ალექსანდერ-არნოლდი გამოაკლდა

ინგლისურ „ლივერპულს“ მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი გამოაკლდა. Guardian-ის ცნობით, ინგლისელ ფეხბურთელს დაზიანება მუხლზე აღენიშნება და ამიტომ, მოედანზე 4 კვირის განმავლობაში ვერ გავა.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდერ-არნოლდს ტრავმა „ბრაიტონთან“ (1:0) მატჩამდეც აღენიშნებოდა, მაგრამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. ხსენებული თამაშის შემდეგ კი, ექიმებმა მის მუხლზე აღმოაჩინეს პრობლემები, რის გამო ერთი თვის გამოტოვება მოუწევს.

„ლივერპულს“ მის გარდა ჟოელ მატიპი და ჯო გომესი ჰყავს დაშავებული. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ იურგენ კლოპის გუნდში მარჯვენა მცველი პრაქტიკულად აღარ დარჩა, რადგან ცოტა ხნის წინ, ნათანიელ კლაინი „ბორნმუთში“ გაანათხოვრეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126348