ფეხბურთი

16:55 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "გორნიკი" დიდი გუნდია და აქ მაქსიმალურად დავიხარჯები"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია შვეიცარიული „ლუცერნიდან“ პოლონურ „გორნიკში“ რომ გადავიდა, გუშინ გამცნეთ. ქართველი პოლონურ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

24 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა და პირველი კომენტარიც გააკეთა. ვაკოს განცხადებით, „გორნიკი“ დიდი გუნდია და ყველაფერს გააკეთებს, რომ ექსტრაკლასაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმაროს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვითამაშებ. ერთი სული მქონდა გუნდთან ერთად ვარჯიში დამეწყო და ბიჭები გამეცნო. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: მაქსიმუმს გავიღებ, 100%-ით დავიხარჯები გუნდის დასახმარებლად და გულშემატკივრების გასახარებლად. ვნახე ვიდეო და ვიცი აქაური ატმოსფეროს შესახებ. მოუთმენლად ველოდები ჟაბრჟეს სტადიონზე თამაშს.

მხოლდო ფანების შესახებ არ მაქვს წარმოდგენა. ასევე, ვიცი გუნდის ისტორია. „გორნიკი“ პოლონეთის 14-გზის ჩემპიონია და ეს ქვეყნის საუკეთესო შედეგია. ეს დიდი გუნდია დიდი ისტორიით“, - ციტირებს გვილიას სიტყვებს პოლონური კლუბის ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ „გორნიკი“ ექსტრაკლასაში 20 ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე იმყოფება და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113282