სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
კალათბურთი

0:15 | 12.01.2019 | ნანახია 2190 - ჯერ

ბითაძის პირველი გამარჯვება ევროლიგაში

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ევროლიგაში განცდილი ზედიზედ 6 მარცხის მერე, ნანატრი გამარჯვება იზეიმა. შესაბამისად, ახალგაზრდა ქართველი ცენტრისთვის, რომელიც პოდგორიცელთა რიგებში არცთუ დიდი ხნის წინ გადაბარგდა, ევროპული კალათბურთის უმთავრეს საკლუბო ტურნირში, ეს, პირველი წარმატებული თამაში იყო.

“ბუდუჩნოსტმა” შინაურ კედლებში ევროლიგის აუტსაიდერი “დარუშაფაკა” მიიღო და გამარჯვება ხელიდან ზედ ბოლო წამებზე გამოგლიჯა – 75:74. სასიხარულოა, რომ გოგამ მოგებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.
ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 26:31 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ საფრანგეთის ნაკრების გამთამაშებელ ედვინ ჯეკსონს (22) ჩამორჩა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო. ისიც ვთქვათ, რომ გამარჯვების მომტანი ტყორცნა ამერიკელმა ნორის კოულმა მიითვალა, რომლის მონაგარიც 17 ქულა იყო.
“ბუდუჩნოსტმა” 4 მოგება და 14 მარცხი მოაგროვა და ევროლიგის სატურნირო ცხრილში კვლავაც ბოლოსწინა მე-15 ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 18 იანვარს, ისევ შინ, მადრიდის “რეალთან” გამართავს. მანამდე, 14 იანვარს, ადრიატიკის ლიგის ეგიდით, პოდგორიცელები სერბულ ფმპ-ს ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104
Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:44 | 12.01.2019
კორბენ ცრუმართალა (13790)

ჰოდა, თუ ცუდი გუნდურობით გამოირჩევა ეგ "ბუდუჩნოსტი" და ყველა ინდივიდუალურად ფართხალებს, გოგამაც უფრო მეტი აიღოს თავის თავზე (ისედაც აღარაა მორცხვი ბიჭი).
მაინც მაგიტომაა მანდ გადასული, რომ უფრო მაღალ დონეზე გამოსცადოს თავი და დაუმტკიცოს დამკვირვებელთ თავისი შესაძლებლობები.
პირადად ჩემთვის მაგ გუნდის მოგება-წაგებებს მნიშვნელობა არ აქვს.

15:31 | 12.01.2019
bbrr (439)

არავისთვის არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ, მარტო ციფრებში არაა საქმე, ვინც გოგას აკვირდება იმას მარტო ციფრები არ აინტერესებს, ცენტრის ერთ ერთი მთავარი მოვალოება დღევანდელ კალათბურთში ბურთის სწორად განაწილებაა პერიმეტრზე ატანა და ბოლოკების დაყენება, სულ გვერძე რომ არ გაიხადეს და ფარს უტიოს, ამას ტრენერიც დაინახავს და ამხელა დროს არ მიცემს და ისენიც ვინც აკვირდებიან

13:34 | 12.01.2019
manufan1997 (59)

ის ძიკიჩი ყოფილი ტრენერი ამ გუნდის უფრო აფასებდა გოგას და კომბინაციებსაც აწყობდა მასზე ...ამ ახალმა ხო საერთოდ არია გუნდში სიტუაცია კომბინაციები არ აქვტ ასეთ გუნდს ევროლიგაში რა უნდა გააგდონ პირდაპირ საზიზღრობაა ამათი ყურება

07:04 | 12.01.2019
dinamo222 (4637)

ეხლა ვნახე ოფიციალური სტატისტიკა და ჯექსონს პასი საერთოდ არ უწერია ! 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა აქვს და ალბათ იმან გადაწონა რომ 4 სამქულიანი ჩააგდო 6 დან

06:44 | 12.01.2019
dinamo222 (4637)

100% გოგა იყო საუკეთესო ! ის ჩემა ნალები მარტო ქულებს რო ითვლიან საერთო სტატისტიკას შეხედონ ! ჯერ ერთი ჯექსონმა 18 ქულა კი გააკეთა მაგრამ დანარჩენი სტატისტიკა ქონდა ნული--2 პასი (გამთამაშებელს!) 1 მოხსნა და 5 დაკარგვა ! 5 დაკარგვა ნიშნავს მინიმუმ 10 მინუსს აქეთ იქეთ 2 ქულიანების მიხედვით და მაქსიმუმ 30 ქულას ! აქეთ იქეთ 3 ქულიანების ამას პლიუს გოგას მინიმუმ 2 პასი არ ჩაუთვალეს თუნდაც ბოლო გამარჯვების პასი არ ითვლებოდა ? პასიც მისცა და მაგარი ბლოკიც დაუყენა ! მოკლედ არ ვიცი რაა @ იმ ვითომ სტატისტიკოსებმა კი აღიარეს საუკეთესოდ ჯექსონი მაგრამ დარწმუნებული ვარ ტრენერი და სხვა სპეციალისტები გოგას თვლიან საუკეთესოდ

02:54 | 12.01.2019
bbrr (439)

ძაან კარგად თამაშობს, სტატისტიკაც არ აქვს ცუდი მარა რაც სტატისტიკაში არ ჩანს ისიც ძაან მნიშვნელოვანია, თუნდაც ბოლო ეპიზოდი რომ აიღო კოულის გეიმ ვინერი, ძაან დიდი როლი ითამაშა, ბურთი ამოტანეს გოგაზე ეგრევე კოულს მიცა და პლიუს ამას 2 კაცი დაბლოკა ვინც კოულზე უნდა გადასულიყო.
კომბინაციები პრაქტიკულად არაა დახაზული გოგაზე მარა მაინც აკეთებს თავის გასაკეთებელს.

ერთადერთი და ძაან მნიშვნელოვანი ნაკლი რაც აქვს ისაა რომ საშუალოდან შეტევა კი შეუძლია მაგრამ სტაბილურად ვერ უტევს, ამ კომპონენტში თუ მოუმატა ნბა ში ანგარიშგასაწევი ცენტრი იქნება

00:21 | 13.01.2019
iceman (2109)

კი საშუალოდან შეტევაა ისეთი მინუსი რომლის გამოსწორებაც ძნელია თუმცა თუნდაც შარშანდელთან შედარებით ისე მოუმატა რომ მემგონი წელს მაგ კომპონენტის დახვეწას თუ დააყენებს პირველ ადგილზე გაისისთვის მაგასაც გამოასწორებს, დანარჩენი ისეთი მინუსები აქვს რომელიც ავტომატურად გამოსწორდება გამოცდილების მოსვლასთან ერთად, ხოლო რაც შეეხება პლიუსებს ისეთები აქვს რომ თავისუფლად დაუდგება ნბა-ს ვარსკვლავ ცენტრებსაც

00:23 | 13.01.2019
iceman (2109)

ხო კიდევ ერთი მინუსი რომელზეც უნდა იმუშაოს მოხსნებია რადგან ისეთი მონაცემების მოთამაშემ როგორიც გოგაა მინიმუმ 10 მოხსნა ყველა მატჩში უნდა დადოს.

13:45 | 13.01.2019
bbrr (439)

მოხსნებში არაა სუსტი და საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს ევროპის პირობებზე, ევროპაში 15-20 მოხსნებს ვერავინ აკეთებს. ევროლიგასი საუკეთესო შედეგი 8.4 ია, გოგა საკმაოდ კარგად იცავს პოზიციას და მოძროაბაც შეუძლია მოხნსა ცუდი პოზიციიდან, მეტოქის ფარზეც ხშირად ხსნის

01:13 | 12.01.2019
federer (17) (13834)

ისე რეალთან მაინტერესება ყველაზე მეტად გოგას თამაში, რადგანაც ერთერთი ყველაზე დომინანტური მაღლები ყავს რეალს

02:48 | 12.01.2019
bbrr (439)

რეალის მაღლებთან არ უნდა გაუჭირდეს ჩემის აზრით. მოძრაობაში და სისწრაფეში ვერ აყვება ის ძაან მაღალი რომ ყავთ, ამას იყენებს უფრო გოგა სწრაფად შეუძლია მოძრაობებით ჩამოიცილოს და არა ისე რომ მიაწვეს და პოზიციაზე დამდგარს შეუტიოს. აიონთან შედარებით უფრო გაუჭირდება მარა არც მაგასთან დაიჩაგრება.

01:12 | 12.01.2019
federer (17) (13834)

ვლოკაძე ტყუილად არ დაარქვეს გოგას, მგონი ამ სეზონს ევრილიგის საუკეთესო ბლოკშოტისტი იქნებაა

03:02 | 12.01.2019
bbrr (439)

Blocks
Tavares, W. 1.8
Evans, J. 1.2
Tyus, A. 1.2
Dunston, B. 1.1
Mickey, J. 1.1

ესენი არიან ლიდერები. გოგაგს 3.3 აქვს და ცოტა თამაშების გამო არ ჩასვეს 3 ბლოკს ვერ გააკეთებს ყველა თამაშში მარა 2.5 შეუძლია და სეზონის საუკეთესო გახდება ამ კომპონენტში.

საერთოდ ახალგაზდა ცენტრებს ახასიათებთ ბევრი ბლოკები, მერე დაღვინების ასაკში უკლებენ რადგან ფოლების კონტროლს სწავლობენ, მაგრამ ძაან მნიშვნელოვანია ეს კომპონენტი რომ აქვს საჭირო დროს ფასეულია.

სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.125853