სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

10:40 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

9 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1957 – დაიბადა ვიტალი დარასელია. თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. ჩაატარა საკავშირო პირველობის 192 (26 გოლი), საერთაშორისო 56 (მათ შორის ევროთასების 30, გაიტანა 3 გოლი), საკავშირო თასის 25 (4) მატჩი. დაჯილდოებულია საკავშირო ჩემპიონატების ოქროს (1978), ვერცხლის (1977) და ბრინჯაოს სამი (1976 გაზაფხული, შემოდგომა, 1981) მედლით. თასების თასის მფლობელი (1981). ვიტალი დარასელიას მიერ დიუსელდორფის ”რაინშტადიონზე” გატანილი გოლი საქართველოში მიჩნეულია საუკეთესოდ მეოცე საუკუნეში. დარასელია საკავშირო თასის ორგზის გამარჯვებულია (1976, 1979). საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 22 მატჩი (3 გოლი). მონაწილეობდა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. იყო უეფას ჭაბუკთა (1976) და ახალგაზრდათა (1980) ჩემპიონატის გამარჯვებული. ”33 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს ხუთჯერ. 1981 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. ვიტალი დარასელია ტრაგიკულად დაიღუპა 1982 წლის 13 დეკემბერს.

საფეხბურთო ცნობარებში ვიტალი დარასელიას დაბადების თარიღი, 9 ოქტომბერი არასწორადაა მითითებული.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1811 – ქალ გოლფისტთა შორის პირველი შეჯიბრება ჩატარდა.

1900 – რომში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ლაციო”. მის გერბად რომაელი ლეგიონერების გამარჯვების სიმბოლო არწივი არჩიეს, საკლუბო ფერად კი თანამედროვეობის ოლიმპიური თამაშების ამღორძინებელი ქვეყნის, საბერძნეთის დროშის ფერი მიიღეს. არსებობის 109 წლის განმავლობაში “ლაციომ” ორჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონობა (1974, 2000), ოთხჯერ ფლობდა ქვეყნის თასს, სამჯერ იყო იტალიის ვიცე-ჩემპიონი. 1999 წელს გუნდმა თასების თასი მოიგო (“ლაციო” ამ ტურნირის ბოლო გამარჯვებულია) და იმავე წელს დაეუფლა ევროპის სუპერთასს. “ლაციო” უეფას თასის ფინალისტია (1998).

1930 – ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა ”ბომტონ ბრუინზმა” რეგულარული პირველობის ზედიზედ მეთოთხმეტე მატჩი მოიგო, რითაც NHL-ის რეკორდი დაამყარა.

1942 – ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორისბადი ბაერი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1951 – დაარსდა ეროთვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბი ”ვაშინგტონ კეპიტალზი”.

1952 – კარელ სისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1953 – კალათბურთში ამერიკული სტუდენტური ლიგის (NCAA) კლუბ ”რიო გრანდე კოლეჯის” მოთამაშე ბევო ფრენსისმა 116 ქულა გააკეთა.

1954 – ”მონრეალ კანადიენსის” მოთამაშე ბერტ ოლმსტედმა ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის მატჩში გოლი პლუს პასის სისტემით 8 ქულა გააკეთა.

1958 – ოსკარ რობერტსონმა სტუდენტურ საკალათბურთო ლიგაში 56 ქულა გააკეთა. რობერტსონი იმხანად ”ცინცინატის” ღირსებას იცავდა და იმ დღეს რობერტსონის გუნდის მოწინააღმდეგე ”რეტონ ჰილმა” მხოლოდ 54 ქულის მოპოვება მოახერხა.

1984 – ბეისბოლის ეროვნული ლიგის (BNL) კლუბ ”ბრეივზის” მოთამაშე პასკალ პერესი კოკაინის შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს.

1988 – ბრაიან ბოიტანო ციგურებით ფიგურულ სრიალში აშშ-ის ჩემპიონი გახდა მამაკაცთა შორის.

1991 – დინ სმიტი რიგით მეექვსე საკალათბურთო მწვრთნელი გახდა, რომლის გუნდმაც მეშვიდასე თამაშის მოგება შეძლო.

1993 – ჰოლანდიელმა მოცურავე ფრანსისკა ვან ალმსიკმა ქალთა შორის 100 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

1998 – Hockey News-მა უეინ გრეცკი ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ყველა დროის უძლიერეს მოთამაშედ დაასახელა.

2007 – კალ რიპკენი და ტონი გვინი ბეისბოლისტთა “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

2007 – ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში “ლივერპულმა” “არსენალთან” 3:6 წააგო. ლივერპულელებს საკუთარ “ენფილდზე” 6 გოლი მანამდე უკანასკნელად 1930 წელს ჰქონდათ გაშვებული.

2008 – რაგბიში მსოფლიო ჩემპიონის სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელად პირველად დაინიშნა შავკანიანი სპეციალისტი პიტერ დეფილიერსი.

2009 – ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” კარის დარაჯი იკერ კასილასი 2008 წლის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

2009 – ავსტრალიის ქალაქ პერტში ჩოგბურთში ჰოფმანის თასის ფინალში სლოვაკიამ რუსეთს 2:0 მოუგო. ერთეულთა შორის თავიანთი მატჩები დომინიკა ციბულკოვამ და დომინიკ ჰრბატიმ მოიგეს და წყვილთა შეხვედრის ჩატარება აუცილებელი აღარ გახდა.

2010 - ტოგოს საფეხბურთო ნაკრები აფრიკის ეროვნებათა თასიდან მოხსნეს. ამის მიზეზი გულშემატკივართა მიერ ნაკრების ავტობუსზე მიტანილი შეტევა გახდა, რომლის დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა, 9 (მათ შორის 2 მოთამაშე) კი მძიმედ დაშავდა.

2010 - ავსტრალიის ქალაქ პერტში ჩოგბურთელთა ჰოფმანის თასის ფინალში ესპანეთმა დიდ ბროტანეთს 2:1 მოუგო. პირენელებმა მესამედ მოიპოვეს საპატიო თასი.

2013 - “ლეიკერსის” კანადელი გამთამაშებელი სტივ ნეში ნბა-ს ისტორიაში გახდა მე-5 კალათბურთელი, რომელმაც შეძლო კარიერის განმავლობაში 10000 შედეგიანი პასის შესრულება. საიუბილეო პასი კანადელმა “ჰიუსტონთან” დაპირისპირებისას, პირველი მეოთხედის დასრულებამდე 29 წამით ადრე თანაგუნდელ ანტუან ჯეიმისონს გადააწოდა. 38 წლის ვეტერანი შეუერთდა ისეთ ლეგენდარულ მოთამაშეთა ოთხეულს, როგორებიც არიან: ჯონ სტოკტონი (15806 პასი), ჯეისონ კიდი (11969), მარკ ჯექსონი (10334) და მეჯიქ ჯონსონი (10141).

2013 - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2012 წლის ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა.

ამ დღეს დაიბადნენ

1883 – უილიამ გერბუტი. ინგლისელი ფეხბურთელი. მუშაობდა იტალიის ნაკრებში ვიტორიო პოცოს თანაშემწედ.

1914 – დერეკ ალჰუსენი. ინგლისელი ცხენოსანი. 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1915 – კენ ასტონი. ცნობილი ინგლისელი საფეხბურთო მსაჯი. სწორედ მისი ინიციატივით დაინერგა წითელი და ყვითელი ბარათები.

1930 – იგორ ნეტო. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის ”სპარტაკის” კაპიტანი. მოსკოველთა ღირსებას იცავდა 1949-66 წლებში. ნეტო საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონია (1952, 1953, 1956, 1957 და 1962) და საკავშირო თასის სამგზის მფლობელი (1950, 1958, 1963). თოთხმეტჯერ დაასახელეს ”33 საუკეთესოთა” შორის. სსრკ-ის ჩემპიონატებში ჩაატარა 367 შეხვედრა, გაიტანა 37 გოლი. იგორ ნეტო 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონია, 1960 წლის ევროპის თასის გამარჯვებული. მონაწილეობდა 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 54 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. იგორ ნეტო 1999 წლის 30 მარტს გარდაიცვალა.

1938 – ლეონიდ ბურჩალკინი. ლენინგრადის ”ზენიტის”ფორვარდი (1957-72). კლუბის რეკორდსმენი საბჭოთა კავშორის პირველობებზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით (400). ამ შეხვედრებში გაიტანა 78 გოლი. ბურჩალკინმა საკავშირო ნაკრებში ჩაატარა ერთი მატჩი. ბურჩალკინი გარდაიცვალა 2004 წლის 7 სექტემბერს.

1945 – ფრენკ ბიონდი. პროფესიონალ მოკრივეთა საერთაშორისო ფედერაციის (HBO) პრეზიდენტი.

1948 – იან ტომაშევსკი. პოლონელი მეკარე. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. პოლონეთის ნაკრების ღირსებას იცავდა 1971-78 წლებში და ჩაატარა 63 მატჩი. 1973-77 წლებში თამაშობდა ლოძის ლკს-ში. კარიერის ბოლოს რამდენიმე ბელგიური და ფრანგული კლუბი გამოიცვალა.

1951 – შოთა ხინჩაგაშვილი. თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების მცველი. ფეხბურთის თამაში დაიწყო რუსთავში. 1970-82 გამოდიოდა თბილისის ”დინამოში” და ამ გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა ჩემპიონატის 242 მატჩი, თასის 33 (ერთი გოლი), 73 საერთაშორისო (მათ შორის 32 ევროთასებზე) შეხვედრა. დაჯილდოებულია სსრკ ჩემპიონატის ოქროს (1978), ვერცხლის (1977) და ბრინჯაოს ოთხი (1971, 1976 გაზაფხული და შემოდგომა, 1981) მედლით. თასების თასის მფლობელი (1981). ხინჩაგაშვილი ორჯერ დაეუფლა საკავშირო თასს (1976, 1979), ხოლო ორჯერ ფინალში იასპარეზა (1970, 1980). 1970 წლის თასის ფინალში მოსკოვის ”დინამოს” კარში გოლი გაიტანა. საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში ჩაატარა 11 მატჩი. ”33 საუკეთესოთა” შორის დასახელებულია ხუთჯერ (ორჯერ პირველ ნომრად). შოთა ხინჩაგაშვილს 1981 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. იყო თბილისის ”დინამოს” გუნდის უფროსი (1986), მწვრთნელი (1984) და 2005 წლამდე საქართველოს ნაკრების საწვრთნელი ბაზის დირექტორი. შოთა ხინჩაგაშვილი ღირსების ორდენის კავალერია.

1957 – ვიტალი დარასელია. თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. ჩაატარა საკავშირო პირველობის 192 (26 გოლი), საერთაშორისო 56 (მათ შორის ევროთასების 30, გაიტანა 3 გოლი), საკავშირო თასის 25 (4) მატჩი. დაჯილდოებულია საკავშირო ჩემპიონატების ოქროს (1978), ვერცხლის (1977) და ბრინჯაოს სამი (1976 გაზაფხული, შემოდგომა, 1981) მედლით. თასების თასის მფლობელი (1981). ვიტალი დარასელიას მიერ დიუსელდორფის ”რაინშტადიონზე” გატანილი გოლი საქართველოში მიჩნეულია საუკეთესოდ მეოცე საუკუნეში. დარასელია საკავშირო თასის ორგზის გამარჯვებულია (1976, 1979). საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 22 მატჩი (3 გოლი). მონაწილეობდა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. იყო უეფას ჭაბუკთა (1976) და ახალგაზრდათა (1980) ჩემპიონატის გამარჯვებული. ”33 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს ხუთჯერ. 1981 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. ვიტალი დარასელია ტრაგიკულად დაიღუპა 1982 წლის 13 დეკემბერს.

საფეხბურთო ცნობარებში ვიტალი დარასელიას დაბადების თარიღი, 9 ოქტომბერი არასწორადაა მითითებული.

1965 – ტაირონ ბოგსი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე დაბალი მოთამაშე (160 სმ). გამოდიოდა ”შარლოტ ჰორნეტში”, ”სან ფრანსისკო უორიორზსა” და ”ვაშინგტონ ბულიტში”. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი.

1967 – კლაუდიო კანიჯა. არგენტინის ნაკრების, “რივერ პლეიტის”, “ვერონას”, “ატალანტას”, “რომას”, “ბენფიკას”, “ბოკა ხუნიორსის”, “დანდისა” და “რეინჯერსის” ფორვარდი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1991 და 1993 წლებში მოგებული აქვს კოპა ამერიკა. კონფედერაციათა თასის გამარჯვებული (1992). “რივერ პლეიტთან” ერთად მოგებული აქვს ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები. კანიჯა არგენტინის და შოტლანდიის ჩემპიონია. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 50 მატჩი, გაიტანა 16 გოლი. 2008 წლის ოქტომბერში თბილისში დიეგო მარადონას საბენეფისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

1975 – ჯასტინ ჰუიში. ამერიკელი მშვილდოსანი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1978 – ჯენარო გატუზო. იტალიის ნაკრებისა და “მილანის” ნახევარმცველი. ერთი სეზონი გამოდიოდა გლაზგოს “რეინჯერსშიც”. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი. ამავე მუნდიალზე შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. 2003 და 2007 წლებში მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა. 2007 წელს გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. ორჯერ ფლობდა ევროპის სუპერთასს (2003, 2007). იტალიის ჩემპიონი (2004), ქვეყნის თასისა (2003) და სუპერთასის მფლობელი (2004). იტალიის ნაკრებში ჩაატარა 65 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113776
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X