სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

10:56 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

8 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1973 – დაიბადა ლევან ცაბაძე. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე. 1994-2002 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 31 მატჩი (12-ში კაპიტნად, 9 ლელო). 2001 წლის ერთა თასის მფლობელი (გუნდის კაპიტანი). გადამწყვეტ მატჩში რუმინეთთან ხერხემლის ტრავმა მიიღო, მაგრამ მინდორზე დაბრუნდა და ლელოც დადო. გადამწყვეტი ლელო გაიტანა 2002 წლის 13 ოქტომბერს რუსეთთან მატჩშიც (17:13), როცა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ლევან ცაბაძე საფრანგეთში იცავდა ”კასტრისა” და ”მონფერანის” ღირსებას.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1899 – ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საფეხბურთო კლუბი ”რაპიდი” დაარსდა.

1902 – აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში ქვეყნის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა ბოულინგში.

1922 – ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის პირველ რაუნდში ლივერპულის ”ევერტონმა” ლონდონის ”კრისტალ პალასთან” 0:6 წააგო. იმხანად ”ევერტონი” პირველი დივიზიონის ბინადარი იყო, ხოლო ლონდონელები მეორე დივიზიონის დებიუტანტები.

1931 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) ”ფილადელფია ქუეკერზმა” ანტირეკორდი დაამყარა – მან ზედიზედ მეთხუთმეტე შეხვედრა წააგო.

1955 – ამერიკული სტუდენტური ლიგის საკალათბურთო მატჩში ფურმანმა 154 ქულა გააკეთა, რაც ოფიციალურ შეხვედრებში რეკორდული მაჩვენებელია.

1955 – ჯორჯიის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა კენტუკის უნივერსიტეტის კოლექტივის საკუთარ მოედანზე 130 წაუგებელი მატჩის სერია შეწყვიტა.

1958 – ჭადრაკში რიგით მეთერთმეტე მსოფლიოს ჩემპიონი რობერტ (ბობი) ფიშერი 14 წლის ასაკში აშშ-ის ჩემპიონი გახდა.

1984 – ამერიკული სტუდენტური საკალათბურთო ლიგის (NCAA) მესვეურთა გადაწყვეტილებით ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 64-მდე გაიზარდა.

1987 – ჯეკ სიკმამ (”მილუოკი ბაქზი”) ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 51 მატჩისაგან შემდგარი ზუსტად გამოყენებული საჯარიმო ტყორცნების პირველი შეხვედრა ჩაატარა.

1988 – დეტროიტში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩს ადგილობრივ ”პისტონზსა” და ”ჩიკაგო ბულზს” შორის 38 873 ათასი მაყურებელი დაესწრო, რაც ხსენებული ლიგის ყველა დროის შეხვედრების მეცხრე მაჩვენებელია.

1988 – ციგურებით ფიგურულ სრიალში ამერიკის შეერთებული შტატების პირველობა ქალებში დები ტომასმა მოიგო, მამაკაცებში კი – სკოტ დევისმა.

1991 – ტემ დარნიმ 400 მეტრზე კომპლექსური სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4:12.36).

1995 – მაიკ შმიდტი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1996 – 25 წლის განმავლობაში პირველად ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” არც ერთი მოთამაშე არ შეუყვანიათ.

1996 – იტალიური ”მილანის” ლიბერიელი ფორვარდი ჯორჯ ვეა ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. მეორე ადგილზე მისივე თანაგუნდელი პაოლო მალდინი გავიდა, მესამეზე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლინსმანი.

1997 – ევროპის სუპერთასის პირველ მატჩში თასების თასის მფლობელმა ”ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ დორტმუნდის ”ბორუსიას” 2:0 მოუგო. კატალონიელთაგან გოლები ლუის ენრიკემ და რივალდომ (პენ.) გაიტანეს. ”ბარსელონა”: ჰესპი, ბოგარდი, სელადესი, რაიციგერი (აბელარდო), ფერერი, სერხი, დე ლა პენია, რივალდო (ჯოვანი), ლუის ენრიკე, ფიგუ (სტოიჩკოვი), ანდერსონი. ”ბორუსია”: კლოსი, კრეე, შნაიდერი (რაინჰარდტი), ბინცი, ჰაინრიჰი, ბუტი (ცორკი), რიკენი, ფროინდი, ტანკო (შაპუიზა), კიროვსკი, დეშეივერი.

2001 – ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზე ქვეყნის წამყვანი კლუბები კენჭისყრაზე მეოთხე რაუნდიდან დაუშვეს.

2001 – ურუგვაის საკურორტო ქალაქ პუენტა დელ ესტეს სასამართლომ არგენტინის ნაკრებისა და ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსის” ფორვარდს მარტინ პალერმოს უსასყიდლოდ ორი საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა. პალერმო მეზობელ ურუგვაიში მეგობარ გოგონასთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა და ერთ-ერთ ბარში ფოტოკორესპონდენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლომ მას საბავშვო სახლში ფეხბურთის გაკვეთილის ჩატარება დააკისრა, თუმცა, პალერმომ განაჩენი არ შეასრულა და ურუგვაი მალულად დატოვა.

2008 – ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 2007 წლის საუკეთესო კლუბად “სევილია” დაასახელა.

2010 - დართსში ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ინგლისელმა ტრინა გულივერმა უელსელ რაიან ედვარდსს 2:0 მოუგო და მერვედ გახდა პლანეტის ჩემპიონი.

2011 - შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მესამედ მოიგო ყატარის საჩოგბურთო ტურნირი. ფინალში მან რუს ნიკოლაი დავიდენკოს 6:3, 6:4 სძლია. ეს ფედერერის 67-ე ტიტული იყო.

2012 - საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ვლადიმერ ბოისა. საბერძნეთის “პანიონიოსში” გადავიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1908 – პალ ტიტკოში. უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი. მსოფლიოს 1938 წლის პირველობის ვიცე-ჩემპიონი.

1920 – ჟაკ პოტპარდი. ფრანგი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1922 – არტემიო ფრანკი. უეფასა (1973-83) და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (1967-80) პრეზიდენტი. ფრანკი უეფას მოქმედი პრეზიდენტი იყო, როდესაც 1983 წლის 12 აგვისტოს საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა.

1930 – დორინ ვილბერი. ამერიკელი მშვილდოსანი. მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1934 – ჟაკ ანკეტილი. ფრანგი ველოსიპედისტი. ”ტურ დე ფრანსის” ხუთგზის ჩემპიონი. მასზე მეტჯერ ”დიდი მარყუჟის” რბოლა მხოლოდ ამერიკელ ლენს არმსტრონგს აქვს მოგებული (შვიდჯერ).

1950 – რუბენ ჰუგო აიალა. არგენტინელი ფეხბურთელი. გამოდიოდა არგენტინულ ”სან ლორენსოსა” და მადრიდის ”ატლეტიკოში”. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. თამაშობდა არგენტინელთა შეტევის ფლანგზე და ჰქონდა მუნდიალის მონაწილეთაგან ყველაზე გრძელი თმა.

1959 – ტომი ჰოლმგრენი. შვეციის საფეხბურთო ნაკრებისა და “გიოტებორგის” ნახევარმცველი. უეფას თასის მფლობელი. “გიოტებორგის” შემადგენლობაში ჩაატარა 509 მატჩი, გაიტანა 67 გოლი.

1964 – ვირჯილ ჰილი. ამერიკელი მოკრივე. საშუალო წონით კატეგორიაში 1984 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

1967 – ჰოლის კონვეი. ამერიკელი მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, 1992-ის თამაშებზე კი მოიპოვა ბრინჯაო.

1967 – ვილი ანდერსონი. აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებისა და ”ნიუ იორკ ნიკზის” მოთამაშე. სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1969 – პაოლო პეცო. იტალიელი ალპინისტი. მეკლდეურობაში 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1972 – ჯუზეპე ფავალი. რომის ”ლაციოსა” და მილანის ”ინტერის” ფეხბურთელი. მოპოვებული აქვს იტალიის ჩემპიონობა და თასი. იტალიელთა უპირველეს დივიზიონში ჩატარებული აქვს 427 მატჩი.

1973 – ლევან ცაბაძე. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე. 1994-2002 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 31 მატჩი (12-ში კაპიტნად, 9 ლელო). 2001 წლის ერთა თასის მფლობელი (გუნდის კაპიტანი). გადამწყვეტ მატჩში რუმინეთთან ხერხემლის ტრავმა მიიღო, მაგრამ მინდორზე დაბრუნდა და ლელოც დადო. გადამწყვეტი ლელო გაიტანა 2002 წლის 13 ოქტომბერს რუსეთთან მატჩშიც (17:13), როცა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ლევან ცაბაძე საფრანგეთში იცავდა ”კასტრისა” და ”მონფერანის” ღირსებას.

1979 – ადრიან მუტუ. რუმინეთის ნაკრების, ”პარმას”, ”ჩელსის”, ტურინის ”იუვენტუსისა” და ფლორენციის “ფიორენტინას” ფეხბურთელი. მოპოვებული აქვს რუმინეთის, ინგლისისა და იტალიის ჩემპიონობა. ამ ქვეყნების ჩემპიონატებში გატანილი აქვს 100 გოლზე მეტი. 2003, 2005 და 2007 წლებში დაასახელეს რუმინეთის საუკეთესო ფეხბურთელად. რუმინეთის ნაკრებში ჩაატარა 67 მატჩი, გაიტანა 29 გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1995 – 52 წლისა გარდაიცვალა არგენტინელი მოკრივე კარლოს მონცონი (ელ მახო). იგი საშუალო წონით კატეგორიაში 1970-77 წლებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.10304
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X