ფეხბურთი

23:54 | 7.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" კროოსი გამოაკლდა

მადრიდის „რეალს“ პრობლემები არ აკლია და ახლა ტრავმებიც დაემატა. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, ტონი კროოსს მარცხენა ფეხზე კუნთის მეორე ხარისხოვანი დაზიანება აღენიშნება და ლაზარეთში გადაინაცვლებს.

გერმანელმა ტრავმა ლა ლიგის ბოლო ტურში „სოსიედადთან“ (0:2) მატჩში მიიღო და მე-80 წუთზე შეცვალეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, კროოსი მოედანზე გასვლას დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

მიმდინარე სეზონში ტონიმ 23 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103861