ფეხბურთი

2:30 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რა უნდოდა "ბლექპულის" ფანს "არსენალის" ავტობუსზე?

ინგლისის ასოციაციის თასზე ლონდონის „არსენალი“ „ბლექპულს“ ესტუმრა, მაგრამ მატჩის დაწყებამდე მასპინძელთა გულშემატკივარმა პროტესტს უცნაური ფორმით მიმართა.

„ბლექპულის“ ქომაგი „არსენალის“ ავტობუსზე ავიდა და ასე გააპროტესტა გუნდის ხელმძღვანელთა მუშაობა. საინტერესოა, რომ BBC-ის ცნობით, „მეთოფეებს“ თამაშზე სხვა ავტობუსით მოუწიათ წასვლა.

რაც შეეხება შეხვედრას, „არსენალმა“ 3:0 მოიგო და შემდეგი ეტაპის საგზური ადვილად მოიპოვა.

სტატისტიკა
0.272171