ფეხბურთი

17:32 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძოლა: "მორატამ უნდა გააცნობიეროს, რომ "ჩელსიში" თამაშობს და არა "ბრაიტონში"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის მაურიციო სარის ასისტენტმა ჯანფრანკო ძოლამ ალვარო მორატა გააკრიტიკა. იტალიელის განცხადებით, ესპანელმა თავდამსხმელმა უნდა გაიგოს, რომ „ჩელსიში“ თამაშობს და არა „ბრაიტონში“.

„ჩელსის“ ფორვარდებისგან ყველა ბევრს ელოდება. ელოდებიან კარგ თამაშსა და გოლებს. ალვარო ამას უნდა შეეგუოს, თუნდაც სხვა გუნდში წავიდეს, ასე იქნება, რადგან ეს სამუშაოს ნაწილია. ვიცით, რომ პასუხისმგებლობა მაღალია. მაგრამ პრობლემები ზურგს უკან უნდა დატოვოს და გააცნობიეროს, რომ „ჩელსიში“ თამაშობს და არა „საუთჰემპტონში“ ან „ბრაიტონში“ ამ გუნდების დიდი პატივისცემის მიუხედავად“, - განაცხადა ძოლამ.

26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ევროპა ლიგაზე 4 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, მორატას დამატება მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ესპანურ „სევილიას“ უნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11224