ფეხბურთი

12:44 | 30.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" VS "არსენალი" - ყველაზე შედეგიანი დაპირისპირება პრემიერლიგაში

"ლივერპულმა" ლონდონის "არსენალი" პრემიერლიგის მე-20 ტურში 5:1 დაამარცხა და აღნიშნულ გუნდებს შორის დაპირისპირებებში ჯამში 155 გატანილი გოლი დაგროვდა. აღნიშნული მაჩვენებლით "წითლების" და "მეთოფეების" დაპირისპირება ყველაზე შედეგიანი პრემიერლიგაში. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

შედეგიან დაპირისპირებებს შორის ახლა უკვე მეორე ადგილზე "არსენალის" და "ევერტონის" წყვილია (153), მესამეზე კი "ლივერპულის" და "ტოტენჰემის" დუეტი (152). ასევე, "მერსისაიდელებმა" "ენფილდზე" ზედიზედ 31 შეხვედრაში არ წააგეს და კლუბის რეკორდი გაიმეორეს, რომელიც 2007-09 წლებში დამყარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11105